საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, ეროვნულ ნაკრებს პორტუგალიასთან გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და აღნიშნა, რომ ნაკრების ამ წარმატების შემდეგ „ყველამ ვირწმუნეთ ჩვენი შესაძლებლობების“.
“დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გუნდის თითოეულ წევრს, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, რომელმაც საოცრება ჩაიდინა გუშინ. შეიძლება დავარქვათ გამაოგნებელი, წარმოუდგენელი გმირობა ბიჭებისგან, გმირობა გულშემატკივრისგან, ქომაგებისგან და გმირობა ჩვენი ქვეყნისგან, რომელმაც მსოფლიო გააოცა და მსოფლიო პრესა ჩვენზე, საქართველოზე, ღირსეულ, ამაყ ქართველებზე წერს, რომლებმაც თავისი სიტყვა თქვეს ევროპის ჩემპიონატზე. ამ გამარჯვებით ქართველებმა როგორც იქნა ვირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების და იმის, რომ შეუძლებელი არაფერია. ამ ყველაფერმა დაგვანახა ის, რომ ქართველებს შეგვიძლია მოგება”, – განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა.