გერმანიას ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია – შოლცი

14
spot_img

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით გერმანიას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს.

შოლცის განცხადება მოჰყვა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებულ მოხსენებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმის ოკუპაცია უკანონოა. ამასთან, სასამართლომ მოუწოდა ისრაელს, შეწყვიტოს ახალი დასახლებების შექმნა და მიყენებული ზიანი აანაზღაუროს.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ სასამართლოს მოხსენებამ ისრაელის მიმართ გერმანიის სამხედრო მხარდაჭერა შეცვალოს, შოლცმა განაცხადა, რომ მის მთავრობას ამ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია.

„თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ გადაწყვეტილებას თითოეული შემთხვევის მიხედვით მივიღებთ”“ – განაცხადა მან ყოველწლიურ საზაფხულო პრესკონფერენციაზე.