გენერალურ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

62
spot_img

საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს შორის ექსტრადიციის თაობაზე გაფორმებული ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის, წითელი ცირკულარით ძებნილი პირის აშშ-ში ექსტრადირების პროცედურები მიმდინარეობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ძებნილი პირი, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ექსტრადიციის მიზნით, 2023 წლის 30 ოქტომბერს დააკავეს.

დაკავებულს ბრალი აშშ-ში ტეხასის შტატში 2017-2021 წლებში არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ ჩადენილ სექსუალურ ძალადობაში, ოჯახის წევრზე თავდასხმაში, ასევე, 2020-2021 წლებში ლუიზიანას შტატში არსებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობაში და სხვა დანაშაულების ჩადენაში ედება.

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ძებნილ პირს 2023 წლის 1 ნოემბერს საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.

ამჟამად საქართველოს გენერალური პროკურატურა განიხილავს ექსტრადიციის საკითხს და ატარებს ყველა ზომას, რათა დროულად მოხდეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირის წარდგენა ამერიკის შეერთებული შტატების მართლმსაჯულების წინაშე.