გამარჯვების პლატფორმას აუცილებლად ეყოლება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ასევე იქნება ჩრდილოვანი კაბინეტი, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მე მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა საქმის კეთებაზე. რა ფუნქციასაც დამაკისრებს ხალხი, იმ ფუნქციით ვიქნები“, – აცხადებს ვაშაძე.
20 ივლისს გიორგი ვაშაძემ და ლევან ხაბეიშვილმა განაცხადეს, რომ ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნიან.