G7-ის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას გაყინული რუსული ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავლით უზრუნველყოფილ სესხს გამოუყოფენ

19
spot_img

„დიდი შვიდეულის“ (G7) ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას გაყინული რუსული ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავლით უზრუნველყოფილ სესხს გამოუყოფენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრეცელებს.

„დიდი შვიდეულის“ ყველა წევრმა აღიარა, რომ ვითარება ბრძოლის ველზე რჩება მძიმე და რომ თუ ომი გაგრძელდება, უკრაინას კვლავ დასჭირდება დიდი ფინანსური დახმარება მომავალ წელს და შემდგომ პერიოდში. ეს სამიტი ჩვენი საუკეთესო შანსია ერთობლივად ვიმოქმედოთ“, – აღნიშნა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები გადაწყვეტილების შესახებ ერთობლივ კომუნიკეს მალე გამოაქვეყნებენ.