დღეს მოლაპარაკებების გახსნა არანაირ კავშირში არ არის ევროკავშირში გაწევრებასთან, ვინაიდან, შეგახსენებთ, ბოსნია-ჰერცეგოვინას, სერბეთს მოლაპარაკებები გახსნილი აქვს უკვე ათი წელია და ვხედავთ, რომ ისინი გაწევრიანებულები არ არიან, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
დეპუტატი გამოეხმაურა ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს, მას შემდეგ, რაც პრემიერმა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე განცხადება გააკეთა.
„ევროკავშირს აქვს ცალსახად გაცხადებული, რომ ახალი წევრების მიღებას 2030 წელს დაიწყებს. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ 2028 წელს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი იყოს შესრულებული და 2030 წელს ჩვენ ვიქნებით ყველაზე მომზადებული ქვეყანა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში აღარ დადგება