ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა

21
spot_img

ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიის საპასუხოდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მომავალი წლის 23 ივნისამდე გაახანგრძლივოს, – ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

ამჟამად მოქმედი შემზღუდველი ზომები პირველად 2014 წლის ივნისში დაწესდა და მოიცავს ევროკავშირში უკანონოდ ანექსირებული ყირიმიდან ან სევასტოპოლიდან საქონლის იმპორტის, ასევე, ინფრასტრუქტურული ან ფინანსური ინვესტიციებისა და ტურისტული მომსახურების აკრძალვას.

გარდა ამისა, ევროკავშირის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ექვემდებარება გარკვეული საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტი ყირიმში მოქმედი კომპანიებისთვის, ან უკანონოდ ანექსირებული ყირიმის გამოყენება ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციებისა და ენერგეტიკის სექტორებში, ასევე, ნავთობის, გაზისა და მინერალური რესურსების მოსაპოვებლად და საწარმოებლად.

ევროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიას, როგორც საერთაშორისო სამართლის დარღვევას.