ევროკავშირის საბჭომ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო

24
spot_img

ევროკავშირის საბჭომ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი ავრცელებს.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირს მიღებული „ისტორიული გადაწყვეტილებებისთვის“ მადლობა გადაუხადა.

„მივესალმებით საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ევროკავშირის მიერ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებებს, ევროპული ფონდის ფარგლებში სომხეთის მიმართ მხარდაჭერის გამოყოფისა და ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა არარატ მირზოიანმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის საბჭომ ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში სომხეთის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად 10 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება დაამტკიცა.

არარატ მირზოიანმა აღნიშნულ გადაწყვეტილებებს „სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში მნიშვნელოვანი ეტაპი“ უწოდა.