“ესაა დღევანდელი ლიბერალური ფაშიზმი” – ზურაბ ქადაგიძე

122
spot_img

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არა ევროინტეგრაციისთვის სჭირდება, არამედ ხელისუფლების ცვლილებისთვის.

მისთვის საინტერესოა, თუ ქართველმა ხალხმა უმრავლესობით აირჩია „ქართული ოცნება“, რა უნდა მოხდეს, რომ არჩეული ხელისუფლება არალეგიტიმურად გამოცხადდეს.

სამნიძემ, რომ თქვა ვიღაცები დადიან და სტატუსს საბოტაჟს უკეთებენო გახსოვთ? აი, ერთი ნაძირალათაგანი.

რას აშავებს სალომე ევროპაში სიარულითო, ის “ხბოსგამომეტყველებიანი” შუაშისტები რას ფიქრობთ, ამ განცხადებაზე?! ანუ, სტატუსი განა ევროინტეგრაციისთვის გვჭირდება, არამედ ხელისუფლების ცვლილებისთვისო.

მოიცა, ხალხმა საკონსტიტუციო უმრავლესობით რომ აირჩიოს “ქართული ოცნება” რა უნდა მოხდეს, არადემოკრატიულად გამოცხადდეს? ესაა, დღევანდელი ლიბერალური ფაშიზმი, უმცირესობის დიქტატის მცდელობა უმრავლესობაზე, რომელსაც ეს ევროპული სახის გორსალა საუბრობს!

ახლა წარმოიდგინეთ, ოფიციალურად რა განაცხადა და დახურულ შეხვედრებზე რას იკადრებს ეს ტუტუცი?!

P.S. ამ მავნებლური განცხადების მერე თუ კიდევ ეპარება ვინმეს ეჭვი, ამის მარიონეტობაზე, მინიმუმ ბეცია!“, – წერს ქადაგიძე.