ერთიანი სია შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ რაც არ გამოდის, ამაზე დრო არ უნდა დაიკარგოს -რომან გოცირიძე

18
spot_img

 სადაა “პატრიოტთა” ალიანსი, სადაა ე. წ. ქართული მარში, სადაა რაინდი ვასაძის მრევლი, სად არიან ალტ-ინფოებო და ჰაილ-ინფოები? სად დაიკარგნენ? – წერს “ევროოპტიმისტების” დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

რა ამბები ატყდებოდა რამდენიმე წლის წინ, თურქეთთან თამაში რომ წაგვეგო. როგორ დაიმარშებოდნენ ვიღაცები. ჯერ აღმაშენებელზე შეუტევდნენ თურქულ რესტორნებს და კაფეებს, მერე ბათუმში 30 ათას კაცს გამოიყვანდნენ “პატრიოტები” ანტითურქული ლოზუნგებით.

სად გაქრა ეს ხალხი? სადაა “პატრიოტთა” ალიანსი, სადაა ე. წ. ქართული მარში, სადაა რაინდი ვასაძის მრევლი, სად არიან ალტ-ინფოებო და ჰაილ-ინფოები? სად დაიკარგნენ?

არსად დაკარგულან. არიან თავისით ჩუმად, უფულოდ და ელოდებიან პირდაფჩენილები ბრძანებას “ზემოდან”-რუსეთიდან და “ოცნებიდან”, ბრძანება კი იგვიანებს. რუსეთმა, ჯერ არაო. თურქეთს თავი დაანებეთ, რომ არა ამ ქვეყნიდან განხორციელებული ე. წ. პარალელური იმპორტი, შიმშილით მოვკვდებოდით და ვერც რაკეტებს დავქოქავდითო. “სიცოცხლის გზაა” ჩვენთვის ლარსი და ნოვოროსისკიო. პოლიტიკურადაც დიდად არ გვაწუხებს თურქეთის ხელისუფლება და ნურც თქვენ შეაწუხებთო. ისე, რაში გვჭირდება ამდენი უნიათო და პარაზიტი პრორუსული დაჯგუფებები, როცა “ოცნება” არის უკვე მთავარი პრორუსულიც, ჩვენი ძმაც და ჩვენი მეგობარიცო.

ეს უფულოდ დარჩენილი პრორუსები ახლა “ოცნებას” მისდგნენ: “თუ გაგვაჩინე, კიდეც გვარჩინეო”.

მეტი საქმე არა აქვს ბატ. ბიძინას, ამათ ფული აძლიოს. სხვა პრიორიტეტები აქვს კაცს-გლობალური ომის პარტია ჰყავს დასამარცხებელი.

ისე, როგორ მოუხდება ამ სიცხეში ერთი კარგი მარში, სადმე, “პლეხანოვზე”, ჩრდილში, არა?-წერს სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე.