ოთხშაბათი, ივნისი 7, 2023
spot_img
Homeსიახლეებიეროვნულმა არქივმა კონსტანტინე გამსახურდიას 130 წლისთავთან დაკავშირებით მულტიმედიური გამოფენა გახსნა

ეროვნულმა არქივმა კონსტანტინე გამსახურდიას 130 წლისთავთან დაკავშირებით მულტიმედიური გამოფენა გახსნა

spot_img

კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან 130 წლის იუბილეს აღსანიშნავად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა საკუთარ ვებგვერდზე მულტიმედიური გამოფენა მოამზადა.

ეროვნული არქივის ინფორმაციით, გამორჩეული საზოგადო მოღვაწის შესახებ ეროვნული არქივი მრავალფეროვან მასალას ინახავს.

„მულტიმედიური გამოფენა აერთიანებს არქივში დაცულ მწერლის ფოტოებს, წერილებს, ავტოგრაფებს, აუდიოჩანაწერებსა და ფრაგმენტებს დოკუმენტური ფილმიდან „კონსტანტინე გამსახურდია“.

ქართველი მწერალი, მთარგმნელი, ფილოსოფიის დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი კონსტანტინე გამსახურდია 1893 წლის 15 მაისს (სხვა ვერსიით, 1891 წელს) სოფელ  ძველ აბაშაში დაიბადა“, – აცხადებენ ეროვნულ არქივში.

მულტიმედიური გამოფენა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/konstantine-gamsakhurdia-1 

spot_img
მსგავსი სიახლეები
- რეკლამა -
Google search engine

TOP სიახლეები