“დღეს ოფიციალურად დასრულდა კიდევ ერთი ისტორიული ბრძოლა სიმართლისთვის ჩვენი გამარჯვებით” – რატი ბრეგაძე

13
spot_img

დღეს, სწორედ ამ სიმბოლურ დღეს უკვე ოფიციალურად დასრულდა კიდევ ერთი ისტორიული ბრძოლა სიმართლისთვის საქართველოს გამარჯვებით – დღევანდელი გადაწყვეტილებით მკაფიოდ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე, ბორდერიზაციის პროცესის უკანონობას და კონვენციასთან შეუსაბამოდ გამოცხადდა დე ფაქტო ორგანოების მიერ დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ სისტემატურად ირღვევა სიცოცხლის უფლება, წამების და არასათანადო მოპყრობის აკრძალვა, თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება, საკუთრების უფლება და ასევე, გადაადგილების თავისუფლება.

„დღეს არის დღე, როდესაც ქართველმა ახალგაზრდებმა სამშობლოს თავისუფლებისთვის გაიღეს ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე. სამარადისო ხსოვნა მათ და დიდება ყველა ქართველ გმირს. ქართველი ხალხის ბრძოლა სამართლიანობისთვის გრძელდება, რომელშიც წარმატების მისაღწევად იმის ცოდნასთან ერთად, რომ მართალი ხარ აუცილებელია ეს სიმართლე დაამტკიცო. სწორედ, შეუდავებელი აპელაციას არა ქვემდებარე სიმართლე, რომელიც ჩვენს ხელშია, გაუძღვება საქართველოს შემდგომი დიდი გამარჯვებებისკენ. 2012 წლიდან საქართველომ არა ერთ საქმეზე გამარჯვება მოიპოვა და ქართული სიმართლე დაამტკიცა. კერძოდ, 2012 წლიდან სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ე.წ. დეპორტირებულის საქმეზე, რის შედეგადაც 10 მილიონი ევროს კომპენსაცია დაეკისრა რუსეთის ფედერაციას, ასევე, ისტორიული გადაწყვეტილება ე.წ. ომის საქმეზე მიღებული იყო, რომლის შემოდგომაც ჩვენ ყველას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თამამად შეგვიძლია თქმა იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან და ეს არის უკვე სამართლებრივად დადასტურებული ფაქტი. ასევე, საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი ყველა საქმე ამოირიცხა წარმოებიდან.

დღეს, სწორედ ამ სიმბოლურ დღეს უკვე ოფიციალურად დასრულდა კიდევ ერთი ისტორიული ბრძოლა სიმართლისთვის საქართველოს გამარჯვებით და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ყველა ქართველს და საქართველოს ყველა პატრიოტს ეს გამარჯვება, რომელიც დღეს დასრულდა საქართველოს ძალიან დიდი გამარჯვებით. დღევანდელი გადაწყვეტილებით მკაფიოდ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე, ბორდერიზაციის პროცესის უკანონობას და კონვენციასთან შეუსაბამოდ გამოცხადდა დე ფაქტო ორგანოების მიერ დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა და აგრეთვე, დადგინდა, რომ სისტემატურად ირღვევა სიცოცხლის უფლება, წამების და არასათანადო მოპყრობის აკრძალვა, თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება, საკუთრების უფლება და ასევე, გადაადგილების თავისუფლება. რა თქმა უნდა, დღევანდელ გამარჯვებას სტრასბურგის სასამართლოში ჰყავს თავისი ძალიან ბევრი გმირი. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც უშუალოდ ჩართული იყო ამ საქმეში. ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობას ვუხდი“, – განაცხადა ბრეგაძემ.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლო უკვე აღარ იღებს სარჩელებს, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი უკვე აღარ არის ევროსაბჭოს წევრი და ეს გამარჯვება სრულიად საკმარისია უკვე იმისთვის, რომ ჩვენ თავისუფლად ვიყოთ შეიარაღებული ძალიან მძლავრი სიმართლით.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთია ჩვენ თვითონ ვიცოდეთ, რომ მართლები ვართ, მაგრამ მეორეა, სწორედ, ამ სიმართლით შეიარაღებულები წარვდგეთ მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე. დღევანდელი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არის ძალიან მძლავრი სამართლებრივი იარაღი, რომელიც ჩვენ გვაძლევს იმის თქმით უფლებას, რომ ნებისმიერი დარღვევა, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სრულად შეერაცხება რუსეთის ფედერაციას და პასუხისმგებელი არის ეს სახელმწიფო. ასევე, ბორდერიზაციის პროცესი არის სრულიად უკანონო.

როგორც მოგეხსენებათ, რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლო უკვე აღარ იღებს სარჩელებს, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი უკვე აღარ არის ევროსაბჭოს წევრი და ეს გამარჯვება სრულიად საკმარისია უკვე იმისთვის, რომ ჩვენ თავისუფლად ვიყოთ შეიარაღებული ძალიან მძლავრი სიმართლით იმისთვის, რომ მაქსიმალურად ვიბრძოლოთ ერთობლივად, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაციისთვის“, – განაცხადა ბრეგაძემ.