,,დებატებში ტრამპმა ბაიდენზე გაიმარჯვა”- CNN-ის გამოკითხვა

20
spot_img

რეგისტრირებული ამომრჩევლების უმრავლესობა, რომლებიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის და ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დებატებს უყურებდნენ, მიიჩნევს, რომ დისკუსია ტრამპის სასარგებლოდ დასრულდა. ამის შესახებ CNN-ი, თავისი დაკვეთით ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით წერს.

გამოკითხულთა 67% მიიჩნევს, რომ ტრამპმა საკუთარი პოზიციები უფრო მკაფიოდ გამოხატა, 33% კი ფიქრობს, რომ ბაიდენი უფრო დამაჯერებელი იყო. დებატების დაწყებამდე გამოკითხულების 55% ფიქრობდა, რომ ტრამპს უკეთესი გამოსვლა ექნებოდა, 45% კი ბაიდენზე დებდა ფსონს.

გამოკითხულთა 57% ამბობს, რომ არ არიან დარწმუნებულები ბაიდენის შესაძლებლობებში მართოს ქვეყანა, 44% კი ამბობს, რომ ამ მხრივ ტრამპის იმედი არ აქვთ. ამასთან, მაყურებელთა 36% ამბობს, რომ დარწმუნებულია ტრამპის შესაძლებლობებში მართოს ქვეყანა, ბაიდენი შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 14%-ს შეადგენს.

გამოკითხვაში 565-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების დებატებს უყურეს.