Bloomberg-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს რომ დასავლური კომპანიები რუსულ ნავთობს დიდი შვიდეულის მიერ დაწესებულ ზღვრულ ფასზე ძვირად ყიდულობენ.
გამოცემის ინფორმაციით, იმ ხომალდების 40%, რომლებსაც რუსული ნავთობი ბალტიისა და შავი ზღვის გავლით გააქვთ, დასავლურ კომპანიებს ეკუთვნით. ასევე ბევრ გემს, რომელიც რუსეთის ნავთობის გადაზიდვაშია ჩართული, კვლავ ლონდონში აზღვევენ.