დამასკო ბაშარ ალ-ასადისგან თავისუფალია – სირიელი მეამბოხეები

14
spot_img

სირიელი მეამბოხეების განცხადებით, დედაქალაქი დამასკო ბაშარ ალ-ასადისგან თავისუფალია, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სირიის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა პირებმა დამასკოში მდებარე შტაბ-ბინა დატოვეს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბაშარ ალ-ასადი დამასკოდან თვითმფრინავით გაფრინდა.

BBC-ის ცნობით, სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ცნობილი საიდნაიას ციხიდან – სადაც ასადის მოწინააღმდეგეებს აწამებდნენ და სიკვდილით სჯიდნენ, ათასობით პატიმარი გაათავისუფლეს.

სირიის ოპოზიციის ლიდერმა, ჰადი ალ-ბაჰრამ, რომელიც სირიის რევოლუციისა და ოპოზიციის ძალების ეროვნულ კოალიციას ხელმძღვანელობს, Al-Arabiya-ს განუცხადა, რომ ასადის რეჟიმი დაეცა და რომ “სირიის ისტორიაში ბნელი ერა დასრულდა”. მისი მტკიცებით, დამასკოში სიტუაცია უსაფრთხოა.

„არ იქნება შურისძიების ან შურისძიების შემთხვევები და ადამიანის უფლებების დარღვევა. ხალხის ღირსება იქნება დაცული“, – აღნიშნა ჰადი ალ-ბაჰრამ.