ჩნდება კითხვა, როგორ მოხდა, რომ რუსეთის ინტერესები „ქართულმა ოცნებამ“ ღიად განახორციელა თბილისში? – თეონა აქუბარდია

22
spot_img

სუს-ი ღიად წერს, რომ საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებულ აფხაზეთში დასავლური დონორებისგან დაფინანსებულო ორგანიზაციების შეზღუდვით ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს ქართულ-აფხაზური დიალოგი – ჩნდება კითხვა, როგორ მოხდა ის, რომ რუსეთის ინტერესები “ქართულმა ოცნებამ” პირდაპირ ღიად განახორციელა თბილისში? – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ კითხვაზე პასუხი ნათელია, რომ რუსეთის ინტერესების თბილისში გატარება პირდაპირ ხდება.

აქუბარდიას თქმით, “რაც არ უნდა ეწეროს ანგარიშში, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ რუსეთის ინტერესების წინსვლა “ქართული ოცნების” პირობებში მიმდინარეობს.

“სუს-ი ღიად წერს, რომ საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებულ აფხაზეთში დასავლური დონორებისგან დაფინანსებულო ორგანიზაციების შეზღუდვით ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს ქართულ-აფხაზური დიალოგი და ნდობის აღდგენის ის პროცესი, რომელიც საქართველოს მთავრობის მხრიდან მომდინარეობს. ამ ვითარებაში კითხვა ჩნდება, როგორ მოხდა ის, რომ რუსეთის ინტერესები “ქართულმა ოცნებამ” პირდაპირ ღიად განახორციელა თბილისში და როგორ მოხდა, რომ სწორედ “რუსული კანონიდან” გამომდინარე შეიზღუდება ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ნდობის აღდგენის პროექტები, რომლებიც სამთავრობო პროგრამიდან გამომდინარეობს. აქ პასუხი ნათელია, რომ პირდაპირ ხდება რუსეთის ინტერესების გატარება ოფიციალურ თბილისში, რაც ამ ანგარიშში ნათლად არის აღწერილი,” – განაცხადა აქუბარდიამ.