“ბოლო 33 წელი იმის საუკეთესო მაგალითია, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკა” – დემურ გიორხელიძე

118
spot_img

საღი პოლიტიკა და პოლიტიკოსობა ისაა, ზუსტად მაშინ ითქვას და გადაიდგას ნაბიჯები, როცა ეს უმთავრეს რამეს სჭირდება! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი დემურ გიორხელიძე წერს.

მისი თქმით, პოლიტიკოსისთვის, – პროფესიონალი პოლიტიკოსისთვის, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა მომავლის წინაშე, უ მ თ ა ვ რ ე ს ი მხოლოდ ერთადერთი რამ შეიძლება იყოს.

“დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოსა და მისი ხალხის უსაფროების უზრუნველყოფა გრძელვადიან პერსპექტივაში, განვითარება ამ ხალხის ნიჭისა და უნარის საფუძველზე და კეთილდღეობის მიღწევა! სხვა ყველაფერი მოცემულობაა და პროფესიული პოლიტიკა ისაა, და პოლიტიკოსობა ისაა, – ამბიციურ მომავალზე დამიზნებულ და საკუთარი ქვეყნის მესვეურ ადამიანებს, კონკრეტული დროის მოცემულობაში, ამის უზრუნველყოფა შეგეძლოს!

ბოლო 33 წელი იმის საუკეთესო მაგალითია, თუ: (ა) როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკა, (ბ) როგორი არ უნდა იყვნენ პოლიტიკოსები ხელისუფლებაში და (გ) როგორი არ უნდა იყოს ხალხის დამოკიდებულება საკუთარი ოჯახებისა და შვილების მომავლისადმი!

დღემდე ქართველები დროებით დამორჩილებული არიან დემაგოგიას ავანტიურისტებს პოლიტიკაში, არახელისუფალთა ხალხს, რაც კორუფციასა და საკუთარი მიზნისთვის ხელისუფლების გამოყენებას უკავშირდება, და სავალალო შედეგს, – როცა სახელმწიფო მის ხალხს მტრად მოეკიდა! თუმცა, დაკარგული ჯერ არაფერია! “არდაბრუნების წერტილი” გავლილი არ გვაქვს, – თუმცა, საშიშ მანძილზე მივუახლოვდით!” – წერს დემურ გიორხელიძე.