დღის პოსტი
პოლონური სასწაული და „შოკური თერაპია“
გიორგი ცუცქირიძე ◯ February 24,2020

პოლონეთის ეკონომიკა მეექვსეა ევროკავშირში და უდიდესია ევროკავშირის ყოფილი აღმოსავლეთ ბლოკის წევრთა შორის. მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) პოლონეთში 2018 წელს 585,78 მილიარდი აშშ დოლარი. პოლონეთის მშპ-ს ღირებულება მსოფლიო ეკონომიკის 0.94 პროცენტს შეადგენს. ერთ სულ მოსახლეზე შემოსვლები მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტის მიხედვით 2018 წელს პოლონეთში შეადგენდა 28, 885 აშშ დოლარს, რაც 1989 წელთან შედარებით გაიზარდა 4. 5 ჯერ; ქვეყანას აქვს დაბალი ბიუჯეტის დეფიციტი, რაც მშპ-ის მხოლოდ -0,20% შეადგენს, პოლონეთს აქვს ასევე მაღალი საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი - A. ხოლო Moody“s მიხედვით A2.


უმუშევრობის დონით პოლონეთი ვროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალ მაჩვენებელს ინარჩუნებს, 2019 წლის მიხედვით 3.2 %-ის ფარგლებში იყო; ბედნიერების ინდექსით, 0 (უკმაყოფილო) - 10 (ბედნიერი) 2019 წელს 6.18 ქულით 2019 წელს წამყვან ქვეყნების 40 შედის და აღემატება ყველა პოსტსოციალისტურ ქვეყანას.

 

2019 წლის მდგომარეობით, პოლონეთის ეკონომიკა ბოლო 30 წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდება, ევროკავშირში რეკორდული მაჩვენებელია და ბოლო 20 წლის განმავლობაში, ყველაზე შთამბეჭდავი ზრდა ჰქონდა ცენტრალურ ევროპაში, ქვეყანამ 1990 წლის შემდეგ შვიდჯერ გაზარდა თავისი მშპ-ის მაჩვენებელი.

 

პოლონეთი მსოფლიო ბანკის მიერ კლასიფიცირდება, როგორც მაღალშემოსავლიანი ეკონომიკა და მსოფლიოში 21-ე ადგილზეა მშპ-ს (ნომინალური) სიდიდის მიხედვით, ასევე 2017 წლის ბიზნესის კეთების გამარტივების ინდექსის მიხედვით, 24-ე ადგილზე. პოლონეთს გააჩნია უაღრესად დივერსიფიცირებული ეკონომიკა, რომელიც 2016 წლის ეკონომიკური სირთულის ინდექსში 21-ე ადგილზეა. პოლონეთის ეკონომიკის სტრუქტურაში უმსხვილესი კომპონენტია მომსახურების სექტორი (62.3.%), მეორე ადგილზე მოდის ინდუსტრია (34.2%) და შემდეგ სოფლის მეურნეობა (3.5%).

 

ასევე შთამბეჭდავია პოლონეთის ექსპორტის სტრუქტურაც. 1989 წელს საქონლის ექსპორტი მხოლოდ 13, 470 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც მშპ-ის მხოლოდ 20, 1 % იყო, 2017 წელს ექსპორტმა 230, 927 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა ანუ გაიზარდა 11 ჯერ, ხოლო მშპ-ს კონტრიბუციაში 44,9 % მდე. საექსპორტო ქვეყნები ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებია, შემდეგ მოდის აშშ და რუსეთი. წამყვანი სავაჭრო პარტნიორი კი არის გერმანია, პოლონეთის ექსპორტის 28 % სწორედ გერმანიაზე მოდის, წამყვან 5 ქვეყანაში შედიან ჩეხეთი, გართიანებული სამეფო, საფრანგეთი, ჰოლანდია და იტალია. შემთხვევითი არა რის, რომ ბოლო წლებში, კერძოდ 2012 წლიდან პოლონეთს აქვს დადებითი სავაჭრო ბალანსი, ხოლო 2017 წელს მშპ-ის 4.18 % შეადგინა და სულაც ისტორიული მაქსიმუმი იყო.

 

ქვეყნის საექსპორტო პროდუქტებში შედის- ხის ავეჯი, მსუბუქი ავტომობილები, კატერები, მსუბუქი თვითმფრინავები, ელექტრონული მოწყობილობები, ასევე, ავეჯი და პლასტმასის ნაკეთობები, ტექსტილი, ფეხსაცმელი და კოსმეტიკა. სოფლის მეურნეობის სექტორში ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია შებოლილი და სუფთა თევზი, შოკოლადის ნაწარმი, რძის პროდუქტები, სტატისტიკის თანახმად, პოლონეთს ევროკავშირში ბოლო წლებში ჰქონდა ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი. 2010 წელს პოლონეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი იყო 3.7%, რაც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი იყო. 2015 წელს მისი ეკონომიკა გაიზარდა 3.8 % -ით, ხოლო 2018 წელს სარეკორდო 5.1 % შეადგინა.

 

ცალკე უნდა გამოიყოს მომსახურების სექტორი და ტურიზმი. საფონდო ბაზრის კაპიტალიზაცია 2007 წლიდან საკმაოდ მაღალ დონეს ინარჩუნებს და მშპ-ის 40 %-ის ფარგლებშია. ტურისტული ინდუსტრიის ზრდა განსაკუთრებით თვალშისაცემია 2004 წლიდან, პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ. მაგალითისათვის თუ 2006 წელს პოლონეთს 15,7 მილიონი ტურისტი ეწვია, მარტო ბოლო ათ წელიწადში 2016 წლის მიხედვით, პოლონეთში ტურისტთა რაოდენობამ 80.5 მილიონი შეადგინა და გაიზარდა 5.2 ჯერ.


დღეს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებით პოლონეთი აღემატება არა მხოლოდ დსთ-ს ქვეყნებს, არამედ სხვა პოსტ სოციალისტური ქვეყნების ჩეხეთისა და უნგრეთის განვითარებულ ეკონომიკებსაც. და კიდევ, ფინანსური კრიზისის დროს, პოლონეთმა წარმატებით გაართვა თავი ყველა სირთულეს, როდესაც დასავლეთ ევროპის ეკონომიკამ გაცილებით მეტი ზარალი განიცადა.

 

დღეს სამართლიანად არის მიჩნეული, რომ პოლონეთი ასეთი წარმატებული ვერ გახდებოდა, რომ არა გასული საუკუნის 90 იან წლებში წარმატებით განხორციელებული „შოკური თერაპია“, რომელიც დაკავშირებულია დიდ პოლონელ ეკონომისტთან და რეფორმატორთან ლეშეკ ბალცეროვიჩთან, რომელმაც ეს რეფორმა პოლონეთის მაშინდელ პრემიერ მინისტრთან და სოლიდარობის ერთ-ერთ ლიდერთან თადეუშ მაზოვეცკისთან ერთად ჩაატარა..


„შოკურ თერაპიაში“ შეიძლება განვასხვავოთ ხუთი ძირითადი ეკონომიკური და სოციალური პრინციპი:
მჭიდრო მონეტარული პოლიტიკა, ფასების კონტროლის გაუქმება თითქმის დაუყოვნებლივ ყველა საქონლისა და მომსახურებისთვის, საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაცია საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებული ბარიერების შემცირებით, უცხოური ინვესტიციების წახალისებით და პოლონური ზლოტის თავისუფლად გადამყვან ვალუტად გადაქცევით, სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია და ხელფასების დადგენა საბაზრო პირობებით.

ეს რეფორმა არ იყო მარტივი გასაკეთებელი, არ იყო სათანადო გამოცდილება, ამასთან საწყის ეტაპზე მოხდა ფასების მკვეთრი ზრდა ორნიშნა ინფლაციით, დაიხურა სახელმწიფო საწარმოების ნაწილი და ხალხი დარჩა უმუშევარი, რასაც მოყვა პროფკავშირების მხრიდან მასობრივი საპროტესტო აქციები. მაგრამ ეს პრელუდია იყო.


რეფორმის ბედი ძაფზე ეკიდა, მაგრამ ბალცეროვიჩის დამსახურებაც სწორედ რეფორმებისადმი რწმენა და შეუვალი მიდგომა იყო. უკვე ერთი წლის შემდეგ, 1990 წელს ექსპორტი გაიზარდა 40% -ით რაც ნიშნავს რომ ხალხმა იპოვა ახალი სამუშაო ადგილი ინდუსტრიაში. ამასთან, მან წარმატებით დაასრულა მოლაპარაკება უცხოელ კრედიტორებტან და შეღავათიანი კრედიტით აიღო მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის შესანარჩუნებლად და სტრუქტურული რეფორმების დანერგვის მიზნით. თითქმის ერთი წლის განმავლობაში მან მოახერხა პოლონეთის გარდაქმნა და საერთაშორისო ბაზარზე მიყვანა უკვე, როგორც თავისუფალი ეკონომიკა.

 

პოლონური რეფორმა თავისი ეფექტით და გრძელვადიანი სტრატეგიით დგას გერმანული სასწაულის მგვერდზე, რომელიც ადენაუერმა და ლუდვიგ ერჰარდმა განახორციელეს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მცირე და საშუალო კომპანიების პრივატიზაციამ და ახალი ფირმების დაფუძნების ლიბერალურმა კანონმა ხელი შეუწყო კერძო ბიზნესის სექტორის განვითარებას, რაც პოლონეთის ეკონომიკური ზრდის მთავარი სტიმული იყო, სოფლის მეურნების ტრანსფორმაციასტან ერთად, რაც სტრუქტურული პრობლემებით, ჭარბი შრომით, არაეფექტური მცირე მეურნეობებითა გამოირჩეოდა.


საინტერესოა, რომ შოკური თერაპიის მოდელი სხვა ქვეყნებმაც გადაიღეს, მათ შორის რუსეთმაც, რომელიც გაიდარის რეფორმით არის ცნობილი, თუმცა შედეგი არ აღმოჩნდა წარმატებული. ნაწილობრივ, იგივე შეიძლება ითქვას საქართველოზეც და იმ რეფორმებზე რომლებიც გასული საუკუნის 90-იან წლებში და შემდგომ ნაციონალების მართველობისას განხორციელდა.

 

მიმაჩნია, რომ წარმატების გასაღები იყო არა მხოლოდ ლიბერალური ეკონომიკის მშენებლობის საფუძველი, რაც დღესაც შეცდომით მიიჩნევა უტყუარ პოსტულატად, არამედ სხვა დამატებითი გარემოებები:

 

1. რეფორმის შეუქცევადობა. მიუხედავად იმისა, რომ ბალცეროვიჩის შემდეგ პოლონეში პოლიტიკური ელიტების ცვლა მოხდა, პოლონეთის არც ერთ მთავრობას არ მოუხდენია ბალცეროვიჩის მიერ დადგენილი კურსის რევიზია.


2. 1980-90-იანი წლების ბოლოს. პოლონეთი პრაქტიკულად იმავე საწყის მდგომარეობაში იყო რუსეთთან, უკრაინასთან, ბელორუსთან და მოლდოვასთან. მაგრამ ამ ქვეყნების პოლიტიკურმა ელიტამ ვერ უზრუნველყო რეფორმის თანამიმდევრულობა. მთავარი არის პოპულიზმი და არაპოპულარული ნაბიჯების შედეგად ძალაუფლების დაკარგვის შიში.


3. ბალცეროვიჩი, მაზოვეცკის ხელისუფლების დროს არ იცავდა რომელიმე ფინანსური ჯგუფების ინტერესებს, მაგალითად ბანკების, რამაც სხვა ქვეყნებში რეფორმის ხასიათის დამახინჯება გამოიწვია და პრაქტიკულად ჩააგდო რეფორმები.


4. ბალცეროვიჩის გაკვეთილები "შოკის თერაპიაში" აჩვენებს, რომ რეფორმები უნდა განხორციელდეს სწრაფად, ხოლო პასუხისმგებლობა უნდა აიღონ არა პოპულისტებმა, არამედ დამოუკიდებელმა პროფესიონალებმა, რომლებიც არ ეშინიათ პასუხისმგებლობის აღებას.


5. ეკონომიკის მაღალი დივერსიფიკაცია, სტრუქტურული ბალანსით, ეკონომიკის სტრუქტურაში მომსახურების სექტორს, ინდუსტრიას და აგროსექტორს შორის, სადაც საექსპორტო ქვეყნები ძირითადად აშშ და ევროკავშირის წამყვანი ქვეყნებია, ანუ გლობალური ეკონომიკები შესაბამისი საიმპორტო პოტენციალით;

 

ეს პოსტი ლეშეკ ბალცეროვიჩის ვიზიტსაც დავამთხვიე, რომელიც 26 თებერვალს წარდგება ქართული საზოგადოების წინაშე.

ტეგები: ეკონომიკა
მსგავსი ტეგები
ინფლაციის გამაღიზიანებელი და წამახალისებელი ფაქტორები
March 15,2017
„გაზპრომის“ გეოპოლიტიკური კარტა საქართველოსთვის
April 11,2017
"ვისაც თიბისის რეპუტაცია და სიმტკიცე გადარდებთ, სიჩუმეა წამალი"
February 21,2019
ეკონომიკის სწრაფი ზრდა მხოლოდ მაღალი დივერსიფიკაციის პირობებშია შესაძლებელი
May 10,2019
„ლარის კურსში უკვე ასახულია უარყოფითი მოლოდინები და ლარის გაუფასურებაც მოკლევადიან ხასიათს ატარებს “
May 23,2019
„დამაიმედებელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და რეფორმები, ქმნის წინაპირობებს ინკლუზიური ზრდისათვის“
May 31,2019
საკრედიტო ექსპანსია ეკონომიკაში ღრმა რეცესიას წარმოშობს
June 17,2019
„სსფ-ის ანგარიშში ცალსახად არის აღნიშნული, რომ მიმდინარე რეფორმები ხელს უწყობს სწრაფ და ინკლუზიურ ზრდას"
June 20,2019
"საქართველო „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერია"
July 03,2019
"ივნისში ეკონომიკის 5 %-იანი ზრდა საგარეო კურსზე რევოლუციური სცენარის ღია ზეგავლენას ადასტურებს"
July 31,2019
"კომერციული რისკების დაზღვევა მთავრობის მიერ არ უნდა განხორციელდეს"
August 01,2019
"ლარს და მთავრობას კი არ უნდა ჩავუდგეთ კრიჭაში, არამედ ემბარგოს დამწესებელს"
August 01,2019
"2008-2012 წლებში ქვეყანა სრულ ეკონომიკურ კოლაფს საერთაშორისო დახმარებამ გადაარჩინა"
August 08,2019
ეს არის საქართველოს მთავარი მტერი, რომელსაც საუბედუროდ - ოკუპირებული აქვს ქვეყანა!
August 15,2019
საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორჩეული ქვეყანაა
September 12,2019
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოხსენება მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს ადასტურებს
September 19,2019
წყალტუბოს პროექტი საქართველოს რეგიონალურ ტურისტულ ჰაბად გადააქცევს
October 29,2019
"ქვეყანას ნამდვილად აქვს სწრაფი ზრდის ეკონომიკური და ადამიანური რესურსები, რაც გაზრდის შემოსავლებს და შემაცირებს მიგრაციას"
November 14,2019
"ქვეყანაში წარმოქმნილი არასტაბილურობა გაურკვევლობასა და ნეგატიურ მოლოდინებს წარმოქმნის, პირველ რიგში სავალუტო კურსზე აისახება ნეგატიურად"
November 19,2019
დიდი ბრიტანეთი კეინსიდან დღემდე - ციკლიდან ეკონომიკის გაკვეთილები
January 27,2020
"2020-2024 წლებში ჩვენ გვექნება რეგიონში და ევროპაშიც ყველაზე მაღალი 5%-იანი ზრდა"
February 13,2020