არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილი რას და როგორ იზამს, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ ვისურვებდი, რომ პრეზიდენტები ციხეში არ იყვნენ -ხატია დეკანოიძე

47
spot_img

არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილი რას და როგორ იზამს, მაგრამ ვისურვებდი, რომ პრეზიდენტები ციხეში არ იყვნენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს.

„ეს მისი გადასაწყვეტია. არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილი რას და როგორ იზამს, მაგრამ ვისურვებდი, რომ პრეზიდენტები ციხეში არ იყვნენ. განსაკუთრებით, ისეთი მართლმსაჯულების პირობებში, რაც ჩვენ გვაქვს. ყველას სამართლიანი სასამართლოს უფლება უნდა ჰქონდეს. არ შეიძლება, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოში ისეთი მართლმსაჯულება იყოს, რომლის მიმართ მოსახლეობის ნაწილს ნდობა არ აქვს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გუშინ ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრაზე პრეზიდენტს კითხვა დაუსვეს, აპირებს თუ არა სააკაშვილის შეწყალებას, რაზეც მან განაცხადა: „ ევროპასთან ჩვენი სიახლოვე თუ დამოკიდებულია ჩემს შეწყალებებზე, უკვე შესული და იქითკენ გასული უნდა ვიყოთ“.