,,აპროტესტებენ იმას, რაც გასაპროტესტებელი არ არის”- დიმიტრი ხუნდაძე

6
spot_img

ნებისმიერ პროტესტს საფუძველი უნდა ჰქონდეს, აპროტესტებენ იმას, რაც გასაპროტესტებელი არ არის, – ამის შესაცებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პროტესტს გარე დაკვეთებით ქმნიან ისე, როგორც უკვეთავენ, როგორც უყვებიან.

„რა თქმა უნდა, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებშია, თუმცა ნებისმიერ ქმედებას და მით უმეტეს პროტესტს საფუძველი უნდა ჰქონდეს. აპროტესტებენ იმას, რაც გასაპროტესტებელი არ არის. პროტესტს გარე დაკვეთებით ქმნიან ისე, როგორც უკვეთავენ, როგორც უყვებიან და როგორც უბრძანებენ, განცხადება არ უნდა წაიკითხონ და ისე უნდა გააპროტესტონ“, – აღნიშნა ხუნდაძემ.