ალექსი პეტრიაშვილი ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძეს შეუერთდა

15
spot_img

ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძეს შეუერთდა. ამის შესახებ „დროასა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

ალექსი პეტრიაშვილის თქმით, დღეს გადამწყვეტი ბრძოლა სწორედ პოლიტიკურ სივრცეშია, სადაც ყველა ერთად უნდა იდგეს.

„ვთვლი, რომ დღეს გადამწყვეტი ბრძოლა არის სწორედ პოლიტიკურ სივრცეში, ყველა ერთად უნდა ვიდგეთ ამ ბრძოლაში და ჩემთვის პატივია ეს გადაწყვეტილება, რომ ვუერთდები პოლიტიკური პარტიის, „დროას“ გუნდს, ჩემთვის ძალიან ძვირფას მეგობრებსა და ადამიანებს. „დროასთან“ და „გირჩი – მეტი თავისუფლებასთან“ ერთად გავაგრძელებთ ამ ბრძოლას“, – განაცხადა პეტრიაშვილმა პრესკონფერენციაზე.

ამასთან, როგორც პრესკონფერენციაზე ელენე ხოშტარიამ განაცხადა, პარტიები ახლა იძენენ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას და ამ პროცესში შემოსვლა არის მართლაც გაბედული, სწორი და ქვეყნისთვის ძალიან სწორი ნაბიჯი.

„მიხარია, რომ ბუკასნაირი მებრძოლი, პრინციპული, მცოდნე, ევროპული დღის წესრიგისთვის თავდადებული, ამ ქვეყნისთვის ძალიან კონკრეტული შეედეგების მომტანი ადამიანი შემოუერთდა ჩვენს საერთო გუნდს. დღეს ბრძოლის ხაზი გადის პოლიტიკურ ველზე. პარტიები ახლა იძენენ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას და ამ პროცესში შემოსვლა არის მართლაც გაბედული, მართლი და ქვეყნისთვის ძალიან სწორი ნაბიჯი“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.