,ახლა ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი საქმე – ქვეყნის სამსახური, რომ ხვალ გვქონდეს ქვეყანა და შვილებს ჰქონდეთ მომავალი”- ნიკა მელია

6
spot_img

ახლა ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი საქმე და მხოლოდ ერთი სამსახური – ქვეყნის სამსახური, რომ ხვალ გვქონდეს ქვეყანა და ჩვენს შვილებს ჰქონდეთ მომავალი, ჰქონდეთ სკოლა სადაც საქართველოს ისტორიას ისწავლიან და არა საქართველოს გასაბჭოების მორიგ ტრაგედიას, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დღეს კვლავ შეხვდებიან.

„როგორი ცარიელია დილის თბილისი (არადა, როგორც წესი, საცობების დროა), თითქოს სამსახურში არავინ მიდის და სკოლაში არავის მიჰყავს ბავშვები;

ახლა ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი საქმე და მხოლოდ ერთი სამსახური – ქვეყნის სამსახური, რომ ხვალ გვქონდეს ქვეყანა და ჩვენს შვილებს ჰქონდეთ მომავალი, ჰქონდეთ სკოლა სადაც საქართველოს ისტორიას ისწავლიან და არა საქართველოს გასაბჭოების მორიგ ტრაგედიას.

შევხვდებით დღეს…“, – წერს ნიკა მელია.