ახალგორიდან დევნილი ანა ცქვიტიშვილის ოჯახი დიმიტრი ხუნდაძეს გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის

1090
spot_img

ახალგორიდან დევნილი ანა ცქვიტიშვილის ოჯახი პარლამენტის წევრს დიმიტრი ხუნდაძეს გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის.

როგორც ცნობილია 21 წლის ანა ცქვიტიშვილს მუცლის ღრუს მეოთხე სტადიის სიმსივნე დაუდგინდა.

“ანა გადაყვანილია სტამბოლის საუნივერსიტეტო ქოჩ ჰოსპიტალში, სადაც ქირურგიული ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა.ბატონი დიმიტრი ყოველდღიურად თვალყურს ადევნებს ანას კლინიკურ მდგომარეობას და გამოხატავს ოჯახის მხარდაჭერას.

მადლობას ვუხდით ბატონ დიმიტრი ხუნდაძეს გაწეული დახმარებისთვისა და გვერდში დგომისთვის,”- აცხადებენ ანას ოჯახის წევრები.