ინდოეთში 2 სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე კი დაშავდა. ამის შესახებ BBC-ი წერს.
შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ანდრა-პრადეშის შტატში მოხდა. ადგილზე მობილიზებულია ასობით მაშველი.
ოფიციალური პირების განცხადებით, წინასწარმა გამოძიებამ აჩვენა, რომ სარკინიგზო ავარია „ადამიანურმა შეცდომამ“ გამოიწვია.