რუსეთში მომზადებულია დოკუმენტი უკრაინის ტერიტორიის სამ ნაწილად დაყოფაზე – უკრაინის დაზვერვა

4
spot_img

დონეცკის ოლქის ქალაქ უგლედართან რუსეთის ძალებმა ხუთი უკრაინელი სამხედრო ტყვე დახვრიტეს. ინფორმაციას ამის შესახებ დონეცკის პროკურატურა ავრცელებს. არსებული მონაცემებით, 2 ოქტომბერს რუსეთის ჯარისკაცებმა უგლედართან უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე შეტევა მიიტანეს. შტურმის დროს მათ ტყვედ აიყვანეს ხუთი უიარაღო უკრაინელი სამხედრო, რომლებიც დახვრიტეს.

პარალელურად, უკრაინის მთავარ სადაზვერვო სამმართველოში აცხადებენ, რომ მათთვის ცნობილია რუსეთში მომზადებული დოკუმენტი, რომელშიც საუბარია უკრაინის ტერიტორიის სამ ნაწილად დაყოფაზე. დოკუმენტი, 2045 წლამდე მსოფლიოში სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის განვითარების პროგნოზს მოიცავს, სადაც გათვალისწინებულია უკრაინის ტერიტორიის სამ ნაწილად დაყოფა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა.