13 ივნისი არის დღე, როდესაც თითოეულ ჩვენგანზე უნდა დავფიქრდეთ – რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის სიცოცხლეც კი – დეკანოზი შალვა კეკელია

48
spot_img

ეს არის დღე, როდესაც თითოეულ ჩვენგანზე უნდა დავფიქრდეთ რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის სიცოცხლეც კი და როგორ შეიძლება ერთ წამში ყველაფერი ადამიანის ცხოვრებაში შეიცვალოს , – ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ 13 ივნისის მემორიალთან სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს, იმიტომ, რომ მათთვის ყველაზე მძიმე დღე გათენდა. მახსოვს, როგორ ვეძებდით ცხედრებს და როგორი ერთიანი იყო მაშინ მთელი ერი. ამ ტრაგედიასთან ერთად ყველაზე დიდი სიხარული იყო ის, რომ მთელი ერი ერთად შეიკრა“, – აღნიშნა მან.