“საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა გახსნეს საქართველოს ახალი საელჩო, რაც არის ორ ქვეყანას შორის ძლიერი მეგობრობის ერთ-ერთი დასტური”

20
spot_img

ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ვიზიტი იყო, რომელიც ასევე გამოირჩეოდა იმით, რომ დღეს საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა გახსნეს საქართველოს ახალი საელჩო, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სომხეთის რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალურ ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი საელჩო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსა და სომხეთს შორის ძლიერ და მრავალსაუკუნოვან მეგობრობას. 

 „შენობა არის ჩვენი ქვეყნის საკუთრება, ახლადშეძენილი და რეაბილიტირებული. მოხარულები ვართ, რომ ძალიან კარგ შენობაში იქნება საქართველოს დიპლომატიური მისია, სადაც იმუშავებენ ქართველი დიპლომატები.  ესეც არის ერთ-ერთი გზავნილი ორ ქვეყანას შორის  ძლიერი, მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის,”- აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.