Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:47 23.02.2020
ქუთაისში, ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მზის პანელების მწარმოებელი ევროპაში ყველაზე დიდი ქარხანა გაიხსნა

გერმანული ბრენდი ი სოლარი უკვე მესამე წელია, რაც წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში. 2019 წლის მაისსში ოფიციალურად გახსნა ევროპაში ყველაზე დიდი ქარხანა, რომელიც მზის პანელებს აწარმოებს და ქუთაისში, ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მდებარეობსმისი წლიური მოცულობაა 500  მეგავატი. ამჟამად,  კომპანიის საერთო ჯამური წარმადობა აღემატება 1 გიგავატს .


ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა კომპანიისათვის ხელსაყრელი სტრატეგიული ლოკაციაა. სწორედ ამ ქარხნიდან ის აწვდის უმაღლესი ხარისხის მზის პანელებს 74 ქვეყანას. ამჟამად  დასაქმებული ჰყავს 150 ადგილობრივი მაღალკვალიფიციური პროფესიონალი. სამომავლოდ კი მეტი სამუშაო ადგილიდამატებაპირდება ადგილობრივ ბაზარს. „ეი სოლარის“ მიზანია, მუდმუვად,  გააფართოვოს თავისი საქმიანობის სპექტრი.


სოლარის გლობალური გაყიდვებისა და მარკეტინგის ქსელი საბოლოო მომხმარებლებს ხელმისაწვდომ განახლებად ენერგიას აწვდის და კომპანიის ბრენდის ძირითად მახასიათებლებს წარმოაჩენს: სტაბილურობას, გამძლეობასა და სანდოობას. წამყვან ადგილობრივ კომპანიებთან პარტნიორობით "ე სოლარი" მუშაობს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარებაზე.


სოლარი მუშაობს წარმოების მოცულობის გაზრდაზე; საერთაშორისო გაყიდვების ოფისი, რომელიც თბილისში ფუნქციონირებს, სრულ უზრუნველყოფას სთავაზობს ჩვენს მომხმარებლებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.


სოლარი ატარებს ინტენსიურ ტრენინგებს როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც დაინტერესებულია მზის ენერგიაზე მომუშავე პანელების წარმოებით.საინსტალაციო კომპანიებს მიეწოდებათ სრული ტექნიკური ინსტრუქცია და დახმარება საჭიროებისამებრ. სოლარის მიერ საქართველოში განხორციელებული თითოეული ინსტალაცია შესრულებულია ადგილობრივი პერსონალის მიერ," - აცხადებენ კომპანიაში

 

წლის ბოლომდე 300 ადგილობრივის დასაქმებაა კომპანიაში დაგეგმილი. ასევე, მათი დატრეინინგება და კვალიფიკაციის ამაღლება ევროპელი პროფესიონალების მიერ. აქვე, მოლაპარაკებები მიმდინარებს პროფესიული სწავლების პროგრამის შექმნაზეც მზის ენერგიის გამოყენებისა და მზის პანელების საწარმოო ხაზის ირგვლივ. კომპანია აქამდე მხოლოდ ექსპორტზე იყო ორიენტირებული და 74 ქვეყანას აწვდის მზის პანელებს, დღეს უკვე იგეგმება საქართველოს ბაზრის აქტიურად ათვისებაც და ამ კუთხით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. „ეი სოლარის“ მიზანია ადგილობრივად წაახალისოს ალტერნატიული ენერგია და ამისათვის გამოიყენოს ხელთ არსებული რესურსი. რაც შეეხება ინვესტიციას, ის არის პირდაპირი ინვესტიცია კერძო სექტორიდან.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge