ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან, ზღვაში, ავარიულად დაეშვა 09.09.2026 17:54

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან, ზღვაში, ავარიულად დაეშვა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

 

თურქული მედიის ინფორმაციით, კერძო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ორი ბელგიელი მამაკაცი იმყოფებოდა, ბათუმიდან ორდუ-გირესუნის აეროპორტისკენ მიფრინავდა, როდესაც, ტექნიკური გაუმართაობის გამო, რიზეს პროვინციის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა.

 

მაშველებმა ორივე მათგანი თვითმფრინავიდან გამოიყვანეს და ნაპირზე გადაიყვანეს. ისინი სასწრაფო დახმარების მანქანით ქაჩქარის სახელმწიფო საავადმყოფოში მოათავსეს. 

 

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ