7 მარტს ნეტარი მატრონას წმიდა ნაწილთა აღმოყვანების დღეა

2707
spot_img
წმინდა მატრონა ითვლება უამრავი დაავადების მკურნალად.
მის სახელს უკავშირდება ურიცხვი სასწაული.
ნეტარი მატრონა სიცოცხლეშივე აღიარეს, როგორც დიდი წინასწარმეტყველი და სასწაულთმოქმედი. ნეტარი მატრონა ფლობდა შეუჩერებელი ლოცვის ძალას.
წმინდანი დაბადებიდანვე ბრმა იყო. 8 წლის მატრონას უქვე ჰქონდა კურნების და ნათელმხილველობის სასწაულებრივი ნიჭი.
მატრონა გულმხურვალე ლოცვებით ხალხს სასწაულებრივად კურნავდა. .
წმინდა მატრონამდააწერინა ღვთისმშობლის ხატი სახელწოდებით ”დაღუპულთა მომძიებელი”. მატრონა ამ ხატს არასდროს არ განშორებია და ყველგან თან დაქონდა.
უსინათლო მატრონას 16 წლის ასაკში ფეხებიც წაერთვა და მას შემდეგ აღარასდროს უვლია.
ნეტარი მატრონა ყველას ეუბნებიდა, რომ თვითონ კი არ იყო მკურნალი, არამედი მისი ლოცვებით და შუამდგომლობით თავად უფალი ქრისტე კურნავდა ადამიანებს. ნეტარი მატრონა ყველას მოუწოდებდა, რომ ერწმუნათ ღმერთი და ცოდვებს განშორებოდნენ. ზოგიერთს აინტერესებდა წმინდანის ცხოვრების დეტალები და უთვალთვალებდნენ, თუ რას აკეთებდა იგი ღამით: ნეტარი მატრონა მთელი ღამე ლოცულობდა და მეტანიებს ასრულებდა.
ლოცვა რომელიც  დღეს უნდა წაიკითხოთ

„ნეტარო დედაო, მატრონა, შეისმინე და შეგვიწყნარე აქ ჩუენცა ცოდუილნი, შენდამი მღაღადებელნი, შეჩვეულო მთელი შენი ცხოვრების მანძილზე შეწყნარებად და შესმენად ტანჯულთა და ტვირთმძიმეთა, რწმენითა და სასოებით შენი მფარველობისა და შეწევნისადმი მოლტოლვილთა, სწრაფი შეწევნისა და სასწაულებრივი კურნების ყველასათვის მიმნიჭებელო;

დე, ნუ მოგვაკლებ შენს გულმოწყალებას ჩუენ, უღირსთა, ამაო სოფლად მშფოთვარეთ და სულიერ მწუხარებათა შინა ნუგეშისაა და თანაგრძნობის და ხორციელ უძლურებათა შინა, შეწევნის ვერსად მპოვნელთა;

განკურნე უძლურებანნი ჩუენნი, შეგვეწიე ტვირთვად ცხოვრებისეული ჯურისა და ატანად ცხოვრების მთელი სიმძიმილისა.

შეგვეწიე ამ სოფლიდან განსვლისას, რაითა ჩუენცა მკვიდრთა მას შინა წმიდათა თანა ღირს ვიქმენით მიწევნად სასუფეველსა ცათას, მადიდებელნი გულმოწყალებისა და სახიერებისა ზეციური მამისა, სამებაში თაყუანისცემულისა, მამისა და ძისა და წმინდისა სულისა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.