საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ალბანეთთან მატჩი შეაფასა.
„რთული თამაში გამოვიდა. ორივე გუნდი ტაქტიკურად უკან ვიდექით და ჩვენს მომენტს ველოდებოდით. საბოლოო ჯამში გაგვიმართლა და ჩვენ გავიტანეთ. მაგარი გოლი შეაგდო ქოჩორამ. 6 ქულა გვაქვს და ასე უნდა გავაგრძელოთ“, – განუცხადა მამარდაშვილმა ჟურნალისტებს.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშებაში მეორე გამარჯვება მოიპოვა. ჩეხეთთან გამარჯვების შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდმა ალბანეთის ნაკრებს ტირანაში 1:0 სძლია.
ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფს 6 ქულით, ერთპიროვნულად ლიდერობს. მომდევნო მატჩებს ჩვენი გუნდი ოქტომბერში, უკრაინის და ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს.