2023 წელს, საქართველოს ტერიტორიიდან 190 უცხოელი გააძევეს

22
spot_img

საქართველოდან უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გაძევების სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება. ოფიციალური ინფორმაციით, 2023 წელს, ქვეყნის ტერიტორია 190 უცხოელს დაატოვებინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გასულ წელს საქართველოდან გაძევებულ მოქალაქეთა რაოდენობის მიხედვით, პირველ ადგილს 41 მოქალაქით, აზერბაიჯანი იკავებს. მას შემდეგ მოსდევს ირანი 32 ადამიანით. ქვეყნის ტერიტორია დაატოვებინეს ასევე, 27 ინდოელს, 13 რუსს, 9 ეგვიპტელს, 9 ნიგერიელს, 8 თურქს, 8 ჩინელს, 7 ბანგლადეშელს, 6 იორდანელს, 6 ერაყელს, 5 პაკისტანელს და ა.შ.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ყველაზე მეტი გაძევებული ადამიანი 16-40 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნება და ეს რიცხვი 85-ს შეადგენს. ამასთან, ქვეყნის ტერიტორია 27 არასრულწლოვანს დაატოვებინეს.

რაც შეეხება წინა წლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს ქვეყნიდან 165 პირი გააძევეს, 2021 წელს – 77, 2020 წელს კი 49.