18.000 კვ.მ. ტერიტორია, რომელიც თეა წულუკიანმა გადასცა ნოშრევან ნამორაძეს 12 მილიონად, ექსპერტიზის მიერ შეფასებულია 93 მილიონად – ლილე ლიპარტელიანი

28
spot_img

18.000 კვ.მ. ტერიტორია, რომელიც თეა წულუკიანმა გადასცა ნოშრევან ნამორაძეს 12 მილიონად, ექსპერტიზის მიერ შეფასებულია 93 მილიონად, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლილე ლიპარტელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია მინიმალური ვალდებულებებით არის გადაცემული, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაა.

„ჭავჭავაძის 49-ში ნოშრევან ნამორაძისთვის ამ უსახურ შენობაზე კიდევ 12 სართულის დამატება არ არის საკითხი მხოლოდ ურბანული კუთხით, რომ ჭავჭავაძეზე და ჩოლოყაშვილზე მცხოვრებ მოსახლეობას საფრთხე შეექმნება, ეს არის დანაშაული, იმდენად რამდენადაც იქ განადგურდა სპორტული ინფრასტრუქტურა. ამ დოკუმენტაციას, რომელიც შემოვიდა საკრებულოში, თან ახლავს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ეს ტერიტორია, 18.000 კვ. მ., რომელიც თეა წულუკიანმა გადასცა ნოშრევან ნამორაძეს 12 მილიონად, შეფასებულია 93 მილიონად. მინიმალური ვალდებულებებით არის გადაცემული ეს ტერიტორია და ეს არის, ფაქტობრივად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ასევე, იკვეთება კორუფციული ნიშნები”, – განაცხადა ლილე ლიპარტელიანმა.