10 მარტს საშინელი სამსჯავროს ხსენების დღეა

41
spot_img

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, ხორციელის კვირიაკეს, საშინელი სამსჯავროს ხსენებას აღნიშნავს.

ამ დროს ტაძრებში ღვთისმსახურებისას სახარებიდან სწორედ ის ადგილი იკითხება, სადაც თავად უფალი საუბრობს საშინელი სამსჯავროს შესახებ. ამით ეკლესია მორწმუნეებს დიდი მარხვისათვის ამზადებს და ყველას სინანულისაკენ მოუწოდებს.

საკვირაო წირვაზე ეკლესია მორწმუნეებს საშინელ სამსჯავროს ახსენებს, იკითხება ნაწყვეტი მათეს სახარებიდან (მათ. 25, 31-46), რომელშიც უფალი გვამცნობს, თუ როგორი იქნება საშინელი სამსჯავრო; გარდა ამისა, ოთხშაბათს და პარასკევს დილით და საღამოს, მორწმუნეებმა უკვე უნდა წაიკითხონ სპეციალური მოკლე ლოცვა წმიდა ეფრემ ასურისა, რომელიც შემდგომში მთელი დიდი მარხვის განმავლობაში ითქმის ყოველ დილა-საღამოს, გარდა შაბათ-კვირისა.

ეკლესიის სწავლებით, საშინელ სამსჯავროზე ადამიანები მათი საქმეების მიხედვით განიკითხებიან და ჯოჯოხეთში ან სამოთხეში საუკუნო განსასვენებელს პოვებენ.

ხვალ ასევე ხორცის აკრეფა მოხდება, რომლის შემდეგაც მარხვის დაწყების მსურველებს ხორცის მიღება აღარ შეეძლებათ. ორშაბათიდან კი ყველიერის კვირა იწყება, როცა მორწმუნეებს ყველის მიღება შეეძლებათ.