Home Blog

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი 17 აპრილს 12:00 საათიდან განახლდება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად მოქალაქეები პარლამენტთან 17 აპრილს 12:00 საათიდან შეიკრიბებიან.

ამის შესახებ პარლამენტის წინ აქციაზე ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მოქალაქეებს განუცხადა.

პარლამენტის წინ აქციის ძირითადი ნაწილი ამ დროსთვის დასრულებულია, თუმცა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, ჭიჭინაძის ქუჩაზე კვლავ რჩება მომიტინგეთა ნაწილი.

ტერიტორიაზე ასევე რჩებიან საპოლიციო ძალებიც.

შეგახსენებთ, პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მოქალაქეები უკვე მეორე დღეა აპროტესტებენ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა 17 აპრილს გაგრძელდება.

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დინების მიმართულებით ცურვა ვერ აგიყვანთ იმ სიმაღლემდე, რისი მიღწევის პოტენციალიც გაქვთ. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი შესაძლებლობები ფხიზელი თვალით შეაფასოთ და შესაბამისად იმოქმედოთ. მარტოხელა ვერძებს საინტერესო შეხვედრა ელით. დღის მეორე ნახევარი სასიამოვნო სიახლეებით გაგახარებთ.

კურო

მზად ხართ საყვარელი ადამიანებისთვის საკუთარი ინტერესები დათმოთ. ეს თქვენი ხასიათის კეთილშობილებაზე მეტყველებს, მაგრამ ზოგჯერ საკუთარ თავზეც უნდა იფიქროთ. სამუშაოს მოცულობის მიუხედავად, ეცადეთ, საქმე მშვიდად და თანმიმდევრულად აკეთოთ. ადამიანების დარწმუნების უნარი მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

მშვენიერი დღეა თანამოაზრეების პოვნისა და ვარჯიშის დაწყებისთვის, თუმცა ამის გაკეთება თანამოაზრეების გარეშეც შეიძლება. ნუ გამოიჩენთ გულგრილობას საყვარელი ადამიანების პრობლემების მიმართ, რომლებსაც თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ უდავო ლიდერი ხართ, გირჩევთ, სხვების მოსაზრებებიც გაითვალისწინოთ.

კირჩხიბი

გაუფრთხილდით ნერვებს და ენერგიას. გაითვალისწინეთ, რომ ყველაფრის ერთბაშად კეთების სურვილი საპირისპირო შედეგს გამოიღებს და მომდევნო დღეებში საკუთარი შეცდომების გამოსწორება მოგიწევთ. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას და ცვლილებებს – ახლა ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელი დროა. ეცადეთ, საღამო ოჯახთან ერთად გაატაროთ.

ლომი

სავარაუდოდ, ბოლო რამდენიმე დღე დაძაბულ რეჟიმში გაატარეთ, ამიტომ სრული უფლება გაქვთ, რომ მოდუნდეთ და დაისვენოთ. ამ დღეს გაცნობილი ადამიანის რჩევა დაგეხმარებათ, შეცდომები თავიდან აიცილოთ. ეცადეთ, რომ მეგობრებს შეხვდეთ – მათთან განსახილველი თემები დაგიგროვდათ.

ქალწული

საკუთარ თავში ნუ ჩაიკეტებით – დროა თქვენი ფიქრები საუკეთესო მეგობარს გაუზიაროთ. ეს შვებას მოგგვრით. ამ დღეს ბედი მცოდნე და კარგად მომზადებულ ადამიანებს გაუღიმებს, ამიტომ სამუშაოს შესრულებას მეტი გულისყური და დრო უნდა დაუთმოთ.

სასწორი

პოზიტიური ემოციების სურვილი დაუფიქრებელი მოქმედებისკენ გიბიძგებთ, რომელსაც მალე ინანებთ. თავი შეიკავეთ დაუგეგმავი ხარჯებისგან და ეცადეთ ფულის დაგროვება დაიწყოთ. დღის მეორე ნახევარი ტრავმების თვალსაზრისით საშიშია და ფრთხილად უნდა იყოთ.

მორიელი

თუ საკუთარი საქმის ან გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ თქვენი ჩვეული მიდგომა მოძველდა, შეგიძლიათ რაღაც განსხვავებული სცადოთ. თავიდან შეიძლება სირთულეებს შეეჯახოთ, მაგრამ მოგვიანებით ნახავთ, რომ ეს სწორი ნაბიჯი იყო. გირჩევთ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოთ, რადგან რჩევა, რომელსაც დღეს მიიღებთ, უფრო საზიანოა, ვიდრე სასარგებლო.

მშვილდოსანი

ამ დღეს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება მოგეცემათ და შესაძლოა, დამსახურებული ჯილდოც მიიღოთ. ოჯახი ემოციურ კმაყოფილებას და სულიერ შვებას გგვრით, ამიტომ ცდილობთ, სახლში რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ. მარტოხელა მშვილდოსნებს შეიძლება ოჯახის შექმნის სურვილიც და პერსპექტივაც გაუჩნდეთ.

თხის რქა

თუ ჯერ ვერ გარკვეულხართ, რომელი მიმართულებით იმოძრაოთ, გადაწყვეტილების მიღებას ნუ იჩქარებთ. უმჯობესია, რჩევისთვის მეგობრებს ან კოლეგებს მიმართოთ, თუმცა თავად უნდა გადაწყვიტოთ, ვის დაუჯეროთ და ვის არა. პარტნიორთან ჰარმონიული ურთიერთობისთვის კომპრომისის პოვნა უნდა შეძლოთ.

მერწყული

შეცდომების ასაცილებლად სამსახურში ყურადღება წუთითაც არ მოადუნოთ. შეიძლება თავში შესანიშნავი იდეა გაქვთ, მაგრამ შესაფერის დროს ელოდებით. მალე გექნებათ შესაძლებლობა, რომ პროფესიული საკითხები არაფორმალურ გარემოში განიხილოთ და გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა მიიღოთ. ეცადეთ, საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი მზრუნველობა გამოიჩინოთ.

თევზები

დღის პირველ ნახევარში სამსახურში ყურადღებით იყავით – დიდია შეცდომის დაშვების რისკი, რასაც კოლეგებთან ან ხელმძღვანელობასთან უთანხმოება მოჰყვება. საღამოსკენ პოზიტიური ტენდენციები იმატებს – დღის ბოლოს სასიამოვნო სიახლეები გელით.

,,დონორები და მავნე პროექტების პროექტების განმახორციელებლები, პასუხისმგებლები არიან „გრიგორიადისის შექმნაზე”-ბექა ოდიშარია

გუშინ რომ დაზიანდა პოლიციელი, კიდევ ერთმა ახალგაზრდამ ქვა ესროლა მას და სასიკვდილოდ გაიმეტა, მასაც მოუწევს პასუხისმგებლობის აღება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას. კერძოდ, ზურაბიშვილის განცხადებით, “ხელისუფლების დაჟინება, რომ გაიტანოს ეს კანონი მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაციაა – დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგია“.

„როგორც ნინო ლომჯარია იყო, ასეთი აქტიური გახდა სალომე ზურაბიშვილი, ჩემდა სამწუხაროდ. მისი განცხადებები უკვე აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, ქმედებები კი დანაშაულებრივია. ეს ისტორიაში დარჩება. გუშინ რომ დაზიანდა პოლიციელი, კიდევ ერთმა ახალგაზრდამ ქვა ესროლა მას და სასიკვდილოდ გაიმეტა, მასაც მოუწევს პასუხისმგებლობის აღება“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მისივე შეფასებით, დონორები და მავნე პროექტების პროექტების განმახორციელებლები, პასუხისმგებლები არიან „გრიგორიადისის შექმნაზე“.

„არიან დონორი ორგანიზაციები და განმახორციელებლები ამ მავნე პროექტების, რომლებსაც სემინარებს ვერ დავარქმევ. ეს არის საველე ვარჯიშები, წვრთნები და ეს თვალხილულად ვნახეთ. გრიგორიადისის შექმნისთვის ეს ადამიანებიც არიან პასუხისმგებლები. თუმცა, მას არ ვათავისუფლებ პასუხისმგებლობისგან, ის არის დამნაშავე ადამიანი. როგორ შეიძლება, ზრდასრულმა კაცმა ცეცხლი გადაასხა შენს თანამემამულეს და მით უმეტეს პოლიციელს“, – განაცხადა დეპუტატმა.

,,სიგიჟეა, რაც ხდება – პარლამენტის წევრს არ მიშვებენ პარლამენტში – ეს არ “მოსულა”- იაგო ხვიჩია

სიგიჟეა, რაც ხდება – პარლამენტის წევრს არ მიშვებენ პარლამენტში – ეს არ “მოსულა”, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ “ინტერპრესნიუსს” პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა.

მისი თქმით, ისინი, ვინც მას პარლამენტში არ უშვებენ, სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან.

“სიგიჟეა, რაც ხდება – პარლამენტის წევრს არ მიშვებენ პარლამენტში. ვდგავარ და ველოდები, რომ შემიშვან. ეს ადამიანები შინაარსობრივად სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან. ამაზე სკანდალური ვერაფერი მოხდება. ოთახში უნდა ავიდე, გასაღები მაქვს ასაღები. უბრალოდ, გიჟებივით, პარლამენტს იცავენ პარლამენტის წევრისგან. ეს აჩვენებს იმას, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ისინი ამას ბედავენ. ჩემი მხრიდან ყველას მიმართ პატივისცემისა, ეს არ “მოსულა”. რაღაც მისტიური საფრთხისგან იცავ პარლამენტს – ჩემგან იცავ? მე ქართველმა ხალხმა შემიშვა აქ. ეს არის ჩემი აზრით, მთავარი ამბავი, რაც დანარჩენ სიგიჟეს განაპირობებს. ცხადია, ამას მოაწყობენ, აბა რას იზამენ?! ბოლოს, ცოტა ხანში პაპუაშვილთან დავრეკავ, რომ პარლამენტში შემიშვან”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა ოპოზიციას ერთობლივი გეგმა პროტესტთან დაკავშირებით, ხვიჩია ამბობს, რომ ამ თემაზე კოლეგებთან არ უსაუბრია.

“ამ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან არ მიკონტაქტია. არ ვიცი, რას აპირებენ. მე ვაპირებ, ხვალ მოვიდე ჩვეულებრივ და პარლამენტის სხდომაში მივიღო მონაწილეობა”, – განაცხადა ხვიჩიამ.

სახალხო დამცველის აპარატი ადგენს დაკავებულების, მათ შორის, ირაკლი კუპრაძის ადგილსამყოფელს, მათი მონახულებისა და მათი უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების მიზნით – ომბუდსმენი

„სახალხო დამცველის აპარატი ადგენს დაკავებულების, მათ შორის, ირაკლი კუპრაძის ადგილსამყოფელს“ – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს:

„სახალხო დამცველის აპარატი ადგენს დაკავებულების, მათ შორის, ირაკლი კუპრაძის ადგილსამყოფელს, მათი მონახულებისა და მათი უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების მიზნით.

უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველ

პარლამენტთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით 11 პირია დაკავებული – დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე კანონდარღვევისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 11 პირი.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, პროტესტი გამოეხატათ კანონით დადგენილ ფორმებში და არ განეხორციელებინათ ძალადობრივი ქმედებები, აქციის მონაწილეები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პოლიციელებს და მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა ბლაგვი საგანი, მათ შორის, ქვები და ბოთლები.

„აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც გადაყვანილია კავკასიის მედიცინის ცენტრში. ასევე, დაზიანებულია სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი. ფიზიკური დაპირისპირების აღსაკვეთადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა სპეციალური საშუალება – ე.წ. წიწაკის სპრეი“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

შსს კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, უზრუნველყონ პროტესტის კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში გამოხატვა.

სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს და ემანუელ მაკრონს მიმართავს და სთხოვს, საქართველოში მიმდინარე პროცესები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მიმართავს.
არსებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს სთხოვს, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე “თუნდაც ფორმალურად განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არაა”.
ინფორმაცია მედიას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს

აქციის წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პოლიციელებს და მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა ბლაგვი საგანი, მათ შორის, ქვები და ბოთლები, დაშავდა უწყების ერთი თანამშრომელი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის დროს, მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არაერთი მოწოდებისა აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ, პროტესტი გამოეხატათ კანონით დადგენილ ფორმებში და არ განეხორციელებინათ ძალადობრივი ქმედებები, აქციის წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პოლიციელებს და მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა ბლაგვი საგანი, მათ შორის, ქვები და ბოთლები.

„აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც გადაყვანილია კავკასიის მედიცინის ცენტრში. ასევე, დაზიანებულია სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი. ფიზიკური დაპირისპირების აღსაკვეთადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა სპეციალური საშუალება – ე.წ. წიწაკის სპრეი.

სამართალდამცველების მიერ კანონდარღვევისათვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 11 პირი.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და წევრებს, უზრუნველყონ პროტესტის კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში გამოხატვა. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„იმედის“ გადამღებ ჯგუფებზე თავდასხმამ, დღეს, კიდევ ერთხელ მიიღო პერმანენტული და ძალადობრივი სახე – ტელე „იმედის“ განცხადება

ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფებზე თავდასხმამ, დღეს, კიდევ ერთხელ მიიღო პერმანენტული და ძალადობრივი სახე, – აღნიშნულის შესახებ ტელე „იმედის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ტელე „იმედი“ ოპოზიციის ლიდერებსა და აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, მაქსიმალურად გააკონტროლონ მათ მიერ პარლამენტთან მობილიზებული ჯგუფები.

„პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილე რადიკალური ჯგუფები, გარდა იმისა, რომ ხელს უშლიან მათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, ფიზიკურად ესხმიან თავს „იმედის“ ჟურნალისტებს.

მოვუწოდებთ რადიკალური ოპოზიციის ლიდერებს და აქციის ორგანიზატორებს, მაქსიმალურად გააკონტროლონ მათ მიერ პარლამენტთან მობილიზებული ჯგუფები, რომ ჩვენს გადამღებ ჯგუფებს ხელი არ შეუშალონ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.

ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია. ასევე, მოვუწოდებთ სამართალდამცველებს უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება. მივმართავთ სახალხო დამცველს, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს-გამოხატონ საკუთარი პოზიცია მედიაზე თავდასხმის ფაქტებზე.

ტელეკომპანია „იმედმა“, დღეს მიმართა დიპლომატიურ კორპუსსაც, თუმცა ამ დრომდე მათგან პასუხი არ მიგვიღია“, – ნათქვამია განცხადებაში.

,,ვარდების რევოლუციის სულს შეუძლია გადაარჩინოს საქართველოს ევროპული მომავალი!”- აუსტრევიჩუსი

“დემონსტრანტები ავლენენ მტკიცე გადაწყვეტილებას… ვარდების რევოლუციის სულს შეუძლია გადაარჩინოს საქართველოს ევროპული მომავალი!”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი X-ზე წერს და თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგოდ მიმდინარე აქციებს ეხმაურება.

“მოვუწოდებთ შსს-ს, ძალის გამოყენების შემთხვევაში, დაიცვას შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები” – ომბუდსმენი

“მოვუწოდებთ შსს-ს, ძალის გამოყენების შემთხვევაში, დაიცვას შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები”, – ამის შესახებ ომბუდსმენის განცხადებაშია საუბარი, რომელიც პარლამენტთან მიმდინარე აქციებს ეხმაურება.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს თბილისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე შეკრების მონიტორინგს. 

2024 წლის 16 აპრილს 22:00 საათისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, გამოყენებულია ე.წ. წიწაკის სპრეი. 

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ამავე დროს ძალის გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს – უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა უსაფრთხო გარემოში და ძალის გამოყენების შემთხვევაში დაიცვას შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები, – წერია განცხადებაში. 

,,გავიმეორებ, რომ ჩვენ ვართ შეშფოთებულები ამ კანონპროექტით, ჩვენ მხარს უჭერს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებებს”- მეთიუ მილერი

აშშ-ის სახელმწიფოს მორიგი, რიგით მეშვიდე განცხადება რუსულ კანონზე – მეთიუ მილერი ამბობს, რომ  კვლავ გამოხატავს შეშფოთება ,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

კანონის პარლამენტში ინიციირებასთან დაკავშირებით. პრესსპიკერი ეხმაურება აქციებს და აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

“ეს კანონპროექტი კვლავ რჩება კანონპროექტად და ჩვენ ვნახეთ წარსულში, რომ, გარკვეული ნაბიჯების შემდეგ, ის ვერ იქცა კანონად, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე რაიმე წინასწარ შემიძლია ვთქვა. გავიმეორებ, რომ ჩვენ ვართ შეშფოთებულები ამ კანონპროექტით. რაც შეეხება დემონსტრანტებს საქართველოში და ყველგან მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებებს”- თქვა მილერმა.