Home Blog

თბილისში საერთაშორისო ეჯაილ სამიტის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება  

საერთაშორისო ეჯაილ სამიტამის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება. ხვალ თბილისში წლის ყველაზე მასშტაბური ეჯაილ ღონისძიება „International Agile Summit Vol. 3“ გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორი Agile Mentor -ია, რომელიც უკვე მესამედ მართავს ეჯაილ სამიტს საქართველოში, ხოლო თიბისი  მისი მუდმივი მხარდამჭერია, როგორც ტექნოლოგიური და ეჯაილ კომპანია.

ღონისძიების მიზანია,  გააძლიეროს ეჯაილ საზოგადოება  საქართველოში და ხელი შეუწყოს საქართველოს დამკვიდრებას ეჯაილის მსოფლიო რუკაზე.  ეჯაილი არის თანამედროვე მიდგომა, რომელიც ორგანიზაციებს სამუშაო პროცესების ეფექტურად მართვაში ეხმარება.  დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მიდგომა, რადგან გარემო მუდმივად ცვალებადი და კომპლექსურია.

ეჯაილ სამიტზე, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართება, მონაწილეებს საშუალება ექნებათ მოუსმინონ საინტერესო გამოსვლებს ეჯაილზე, დაესწრონ პანელურ დისკუსიებს, სადაც წამყვანი ქართული ეჯაილ ორგანიზაციების წარმომადგენლები ადგილობრივ ტრენდებს განიხილავენ,  დაუსვან  კითხვები ეჯაილ ინდუსტრიის გლობალურ ლიდერებს და გაიცნოთ ეჯაილ პრაქტიკოსები და დაინტერესებული პროფესიონალები სხვადასხვა სექტორიდან.

ინფორმაცია გამომსვლელებისა და აქტივობების შესახებ, იხილეთ აქ: International Agile Summit

ღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთებს შეიძენთ აქ: tkt.ge-ზე.

საერთაშორისო ეჯაილ სამიტის მხარდამჭერები არიან: ჯი პი აი ჰოლდინგი – ვენის სადაზღვევო ჯგუფი, Apeople,  ღონისძიების პარტნიორები: GeoSoft, IT აკადემია Step, Space International, HR ასოციაცია, GITA, EduTech, Develor.

R

 

 

 

უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღებით საქართველო ევროკავშირთან დამაშორებელ ნაბიჯს გადადგამს – რას წერს „დოიჩე ველე“

გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle – „გერმანული ტალღა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს ინტერვიუს ბუნდესტაგის დეპუტატთან რობინ ვაგენერთან – „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელთან, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის კოორდინატორს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზის ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხებში – სათაურით „უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღებით საქართველო ევროკავშირთან დამაშორებელ ნაბიჯს გადადგამს“ (ესაუბრება ჟურნალისტი ნიკიტა ჟოლკვერი).

რობინ ვაგენერმა საუბრის დროს კრიტიკულად შეაფასა კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ დებულებები და ხაზი გაუსვა იმას, თუ რა ნეგატიურ შედეგებს მოუტანს საქართველოს მისი მიღება – ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

– როგორ განიხილეს და შეაფასეს ბუნდესტაგის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული სიტუაცია – პირველ რიგში კი ის კანონპროექტი, რომლის მიღების პროცესი ამჟამად საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს?

– მე რეგულარული ურთიერთობა მაქვს ქართველ პარტნიორებთან, ჩემი აზრი ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ადრეც გამოვთქვი და იგივეს გავიმეორებ. ეს არის ძალიან უცნაური დოკუმენტი. ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია  ევროკავშირთან დაახლოებაში და წევრად მიღების კანდიდატის სტატუსი მიიღო… მაგრამ ისეთი კანონპროექტებით, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის წინააღმდეგ არიან მიმართული, მათ შორის „ლგბტ-საზოგადოების“ შეზღუდვისაკენაც, საქართველოს მთავრობა დღეს ნაბიჯს აშკარად არასწორი მიმართულებით დგამს და ისეთ სიგნალებს გზავნის, რომლებიც არ შეესაბამება პროგრესს და ევროკავშირთან დაახლოების კურსს. ჩვენ ასეთი სიტუაციით ძალიან შეშფოთებულნი ვართ და ამ ყველაფერს მხედველობაში ვიღებთ.

– გამოიხატა თუ არა ერთხმად ასეთი პოზიცია ბუნდესტაგის კომიტეტის სხდომაზე?

– დიახ, ასეთია ბუნდესტაგის ყველა ფრაქციის თვალსაზრისი. ნებისმიერ შემთხვევაში, კომიტეტის სხდომის დროს გამოთქმულმა აზრებმა ამგვარი შთაბეჭდილება დატოვა.

– თქვენ ახსენეთ ევროკავშირში მიღების კანდიდატის სტატუსი. როგორ შეაფასებდით იმ რისკს, რომ კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ ძალაში შესვლის შემთხვევაში საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს დაკარგავს?

– მე ამ საკითხზე ფოკუსირებას არ მოვახდენ – დაკარგავს თუ არ დაკარგავს საქართველო კანდიდატის სტატუსს… ჩემი აზრით, საქმე იმაშია, თუ რამდენად რეალური იქნება ქვეყნის მიღების შემდგომი პროცესი. ევროკავშირი საქართველოსაგან ისეთი ნაბიჯების გადადგმას  ელოდება, რომლებიც ქვეყნის გაწევრიანების შემდგომ წინსვლას გულისხმობს. მე პირადად მგონია, რომ ასეთი კანონების მიღება წინსვლას ხელს არ შეუწყობს. ისინი სრულიად სხვა მიმართულებით სიარულს ნიშნავს და არ შეესაბამებიან ევროკავშირის საბაზო ფასეულობებს.

– რის გაკეთება შეუძლია გერმანიის მთავრობას, რომ თბილისი ევროპული ფასეულობების გზაზე დააბრუნოს?

– მე ვფიქრობ, რომ ერთი მხრივ, სწორი იქნება საქართველოს ისევ და ისევ მივანიშნოთ, რომ ჩვენ დაინტერესებულები ვართ მის გვერდით ვიყოთ ევროინტეგრაციის გზაზე.  გვინდა, რომ საქართველო ჩვენი პარტნიორი იყოს ევროკავშირის შემადგენლობაში და როგორც ვიცი, იგივე სურს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას.

მეორე მხრივ, ასევე გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ევროკავშირი დემოკრატიული ფასეულობების მქონე მტკიცე [უნივერსალურ] გაერთიანებას წარმოადგენს და არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ მასში გაწევრიანების მსურველმა რომელიმე სახელმწიფომ მხოლოდ ის ფასეულობა ამოირჩიოს, რომელიც მას მოსწონს. ქვეყანა ევროკავშირის წევრი მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება, თუ ის იზიარებს ორგანიზაციის ფუძემდებლურ პრინციპებს და ფასეულობებს. საქართველო კი თავისი ბოლო სადაო კანონპროექტებით, სვლას არასწორი მიმართულებით იწყებს.

ჩვენ ამის შესახებ მკაფიოდ ვეუბნებით საქართველოს ხელისუფლებას. ჩვენი პოზიცია განვმარტეთ როგორც გასულ წელს, ისე დღესაც, ყველა დონეზე. ახლა საბოლოო არჩევანი საქართველოს ხელისუფლებამ და მისმა მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ. სწორედ ამის მიანიშნებს ქუჩაში მასობრივად გამოსული ხალხი.

წყარო

მოამზადა – სიმონ კილაძემ

თიბისიმ მომხმარებელთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად სარესტორნო ბიზნესისთვის  QR-ით გადახდა დანერგა

თიბისიმ სარესტორნო ბიზნესში შეკვეთის გადახდის პროცესი გაამარტივა QR-ით გადახდების მეთოდით და მომხმარებლის გამოცდილება გაცილებით მოსახერხებელი და სასიამოვნო გახადა.  QR-ით გადახდისას, მომხმარებელს პროცესშივე, მარტივად შეეძლება საკუთარი შეკვეთის შემოწმება და შეკვეთის თანხისა და თიფის სასურველი ოდენობის დატოვება უნაღდო ანგარიშსწორებით.

 

QR-ით ანგარიშის გადახდა, კარგად აპრობირებული მეთოდია უცხოეთში, საქართველოში კი თიბისი არის პირველი, ვინც ჰორეკა სექტორში ჩართულ ბიზნესს ამ სერვისით სარგებლობას სთავაზობს.

 

პროცესი მარტივია: QR-ები განთავსებულია კვების ობიექტებში მაგიდებსა თუ გადახდის აპარატებთან.  როგორც კი მომსახურე პერსონალი გააფორმებს  შეკვეთას, მომხმარებელი მყისიერად შეძლებს საკუთარი შეკვეთის ნახვას, თიფის დატოვებასა და ლოდინის გარეშე ანგარიშსწორებას ნებისმიერი Visa ან Mastercard ბარათით, როგორც ქართული ასევე უცხოური. გადახდა შესაძლებელია როგორც Google და Apple pay-ს მეშვეობით, ასევე ბარათის მონაცემების შეყვანით ან თიბისის მობაილ ბანკით.

 

QR-ით გადახდა ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამ სიახლის დანერგვით რესტორნები მიიღებენ მარტივ ანგარიშსწორებას, გააუმჯობესებენ მომხმარებლის გამოცდილებას, დაზოგავენ თანამშრომლების რესურსებს და გამოიმუშავებენ თიფების მეტ შესაძლებლობას. ბიზნესს გადახდების კონტროლი და რეპორტინგის შესაძლებლობა ექნებათ, როგორც ბიზნესმართვის სისტემაში ასევე თიბისის გადახდების სივრცეში – TBCPayments.ge. ყველა ტრანზაქცია ავტომატურად და მყისიერად აისახება სარესტორნო ბიზნესის მართვის პროგრამაში.

 

მსოფლიო პრაქტიკამ აჩვენა რომ, აღნიშნული პროდუქტი  ზრდის თიფების რაოდენობას, რადგან გადახდის დასრულებამდე მომხმარებელს QR სისტემა თავაზობს თიფის დატოვებას შეკვეთის 5%, 10% ან 15%-ის ოდენობით და ასევე სასურველი თანხის მითითებით. თიბისიში თიფების მიღება უფასოა- ტრანზაქციის საკომისიო შეადგენს 0%.

 

ამას გარდა, ეს იქნება უშეცდომო ანგარიშსწორება, რომელიც სრულად გამორიცხავს მომსახურე პერსონალის მანუალურ შეცდომას,  ტერმინალზე შეცდომით თანხის აკრეფას და გადახდას.

 

R

 

 

რუსთაველის ფონდმა  ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის  წარმომადგენლებს უმასპინძლა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა ცნობილ ფიზიკოსს, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) CMS პროექტების დირექტორს, პროფესორ ტიციანო კამპორეზის, CERN -ში მოღვაწე ქართველ მეცნიერს – CMS ექსპერიმენტის ქართული ჯგუფის ლიდერს, პროფესორ ზვიად წამალაიძეს, ამავე ექსპერიმენტის წევრს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომელ ირაკლი ლომიძეს უმასპინძლა.

შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები. 2025 წლიდან ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციასა და რუსთაველის სამეცნიერო ფონდს შორის იგეგმება შეთანხმების გაფორმება, რომელიც ახალგაზრდა ქართველ მეცნიერებს, ინჟინერიისა და გამოყენებითი ფიზიკის, ბიომედიცინისა და სხვა მიმართულებით, მისცემს შესაძლებლობას, განახორციელონ სამეცნიერო კვლევები CERN -ის მსოფლიოს უდიდეს კვლევით ცენტრებსა და ლაბორატორიებში.

მხარეებმა ორი ქვეყნის მეცნიერებს შორის პარტნიორობის გაღრმავებისა და ერთობლივი კვლევების განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრეს, დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

       შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა  დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა  ცნობილ ფიზიკოსს,  ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN)   CMS პროექტების დირექტორს,  პროფესორ ტიციანო კამპორეზის,   CERN -ში   მოღვაწე ქართველ მეცნიერს – CMS ექსპერიმენტის  ქართული ჯგუფის ლიდერს,   პროფესორ ზვიად წამალაიძეს, ამავე ექსპერიმენტის წევრს,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის უფროს  მეცნიერ-თანამშრომელ  ირაკლი ლომიძეს   უმასპინძლა.

შეხვედრაზე  განიხილეს   თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები.   2025 წლიდან ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციასა   და რუსთაველის სამეცნიერო ფონდს შორის იგეგმება  შეთანხმების გაფორმება, რომელიც  ახალგაზრდა ქართველ მეცნიერებს,  ინჟინერიისა და გამოყენებითი ფიზიკის, ბიომედიცინისა და სხვა  მიმართულებით,  მისცემს  შესაძლებლობას,   განახორციელონ  სამეცნიერო კვლევები   CERN -ის   მსოფლიოს უდიდეს კვლევით ცენტრებსა და ლაბორატორიებში.

მხარეებმა ორი ქვეყნის მეცნიერებს  შორის პარტნიორობის გაღრმავებისა და ერთობლივი კვლევების განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრეს, დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

ნატო ვაჩნაძის ფონდის პრემიაზე “ელისო” ნამუშევრების რეგისტრაცია დაიწყო

“ნატო ვაჩნაძის ფონდის” პრემიაზე “ელისო”, რომელიც წელს პირველად ტარდება, ნამუშევრების მიღება დაიწყო და ეს პროცესი 1 მაისამდე გაგრძელდება. პრემია „ელისო”, რომელიც ქართულ კინოში გამორჩეულ ნამუშევრებს გადაეცემა,  ნატო ვაჩნაძის ფონდის პირველი პროექტია, რომელიც თიბისის მხარდაჭერით ტარდება.  დაჯილდოება 14 ივნისს, გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში ჩატარდება. “ნატო ვაჩნაძის ფონდის” მთავარი პარტნიორები არიან ‘’თეგეტა’’, ‘’თეგეტა ქარსი’’,  გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ასევე “სარაჯიშვილი”, “გალფი”, ‘’Rooms Hotels’’ და სხვა.

„ნატო ვაჩნაძის ფონდი” კინემატოგრაფისტების და ოჯახის წევრების ინიციატივით 2023 წელს დაარსდა. ფონდის მთავარი მიზანი ხელოვნების და განსაკუთრებით კი კინემატოგრაფიის განვითარების ხელშეწყობაა.  ფონდის მიზნები პირდაპირ კავშირიშია ნატო ვაჩნაძის და მისი ოჯახის მემკვიდრეობის გაგრძელებასთან, სწორედ ამიტომ კინემატოგრაფისტთა ხელშეწყობა, ისტორიული კონტექსტის კვლევა, კინოს პოპულარიზაცია და ქალთა გაძლიერება რჩება ფონდის უმთავრეს ღირებულებებად.

 

წელს პრემია “ელისო”  სამ ნომინაციაში გაიცემა: საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი და საუკეთესო ოპერატორი. თითოეული გამარჯვებული 5000 ლარით დაჯილდოვდება. კონკურსის პირობების მიხედვით, განიხილება 2023 წელს გადაღებული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ქართული პროდუქციის ან კოპროდუქციის ფილმები.

 

„ელისო“ ნიკოლოზ შენგელაიას ყველაზე წარმატებული ფილმია, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას – ქართული ავანგარდის დასაწყისი, რომელიც ნოვატორული თხრობითა და მონტაჟით გამოირჩევა. მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ქართულ მუნჯ ფილმებში ტენდენციურად ქალი ფიგურა ჩაგრული და მსხვერპლია,  ფილმის მთავარი პერსონაჟი ელისო კი დინების წინააღმდეგ წასული გმირია.  აღსანიშნავია ისიც, რომ ელისოს როლის შემსრულებელი, ნატო ვაჩნაძის და, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი კირა ანდრონიკაშვილია.

“ნატო ვაჩნაძის ფონდის” წევრები ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები არიან, მათ შორის, ნინო კირთაძე, რეზო კიკნაძე, ქეთევან შავგულიძე, გურამ ღონღაძე და ნატალია ჯუღელი.
საერთო გადაწყვეტილებით შეირჩევა ქართველი და საერთაშორისო კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიური, რომელიც პრემია “ელისოს” ნომინანტებსა და გამარჯვებულებს გამოავლენს.

ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმთან პარტნიორობით სამომავლოდ დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება, მათ შორის, ვორკშოფები, ლექციები და რეზიდენციები, ასევე კინოჩვენებების მოწყობა, უცხოელი პროფესიონალების ჩამოყვანა და ა.შ.

 

მსურველებს პრემიაზე რეგისტრაციის გავლა შემდეგ ლინკზე შეუძლიათ: ElisoAwards
„ნატო ვაჩნაძის ფონდის“ შესახებ მეტ ინფორმაციას გაეცანით ვებ-გვერდზე: www.natovachnadze.com

(R)

 

 

რადიკალური პოლარიზაცია, სიძულვილის ენა და ურთიერთმიუღებლობა ანგრევს ერთიან ქართულ ცნობიერებას -“ქართული”

რადიკალური პოლარიზაცია, სიძულვილის ენა და ურთიერთმიუღებლობა ანგრევს ერთიან ქართულ ცნობიერებას , – ამის შესახებ „საზოგადოება ქართულის“ განცხადებაშია აღნიშნული.

„საზოგადოებრივი გაერთიანება „ქართული“ ახლახან დაფუძნდა და ჩვენს პირველივე მიმართვაში იმ საფრთხეებზე გავამახვილეთ ყურადღება, რომელთა სიმწვავე ცხადად გამოჩნდა „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას.

ჩვენ ვწერდით, რომ დამაზიანებელია ურთიერთსიძულვილისა და ერთმანეთის მიუღებლობის ის ატმოსფერო, რომლითაც წლებია გაჯერებულია ტელეეთერები, სოციალური ქსელები და საზოგადოებრივი ცხოვრების არაერთი სფერო. კანონპროექტის განხილვამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ პოლარიზებული ნეგატიური ველი ცდილობს ყველა და ყველაფერი დაპირისპირებაში ჩაითრიოს. ამის ნათელი მაგალითია დაშინების და შეურაცხყოფის ის აგრესიული კამპანია, რომელიც იმ ადამიანების მიმართ მიმდინარეობს, რომელთა შრომა და საქმიანობა საერთო ქართულს ემსახურება. ესენია სპორტსმენები და ხელოვანები, რომლებიც საერთაშორისო არენაზე საქართველოს წარმოადგენენ და ქვეყნის ღირსებას იცავენ. მათი, ასევე ჩვენი სახელოვანი მეცნიერების, პედაგოგების, მწერლების და სხვა ინტელექტუალების წრეგადასული დამუნათება და რომელიმე მხარეს გადაბირების მცდელობები, არის მიუღებელი ერთიანობისთვის.

ქვეყნის მომავლისა და ქართული დემოკრატიისათვის არანაკლებ დამაზიანებელია „იმედის“ თუ სხვა ტელეკომპანიების ჟურნალისტების დევნისა და მათთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლის მზარდი ტენდენცია, ჟურნალისტების და მათი ოჯახის წევრების ბულინგის კამპანიები სოციალურ ქსელებში. სამწუხარო ისაა, რომ ეს იმ ძალებისა და ადამიანების მხრიდან იმართება, რომლებიც ევროპელობაზე ყველაზე მეტად დებენ თავს.

ჩვენთვის მიუღებელია განსხვავებული აზრის შეუწყნარებლობის ასეთი რადიკალური გარემო, როცა, სიტყვის თავისუფლების ნიღბით, ადგილი აქვს აშკარა დაშინებისა და მუქარის ფაქტებს. მათ შორის, ჩვენი საზოგადოების წევრების მიმართ, რომლებიც ღიად აფიქსირებენ თავიანთ მოსაზრებებს. თუ კიდევ განმეორდა მუქარები ჩვენი წევრების მისამართით, მათ სათანადო სამართლებრივი პასუხი გაეცემა, რათა საზოგადოება იმ ადამიანებისგან დავიცვათ, ვინც სხვისი დაშინებით განსხვავებული აზრის ჩახშობას ცდილობს.

დღევანდელი პროცესების შემხედვარეთ, ასევე გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთი თავისუფლებას ბატონის შეცვლასთან აიგივებს, ხოლო ევროპის ოჯახში გაერთიანებას-საკუთარ სუვერენიტეტზე უარის თქმასთან. ასეთი მენტალობის ადამიანები სიტყვიერად ემიჯნებიან წარსულს, საქმით კი პირდაპირი მემკვიდრეები არიან 20-იანი წლების იმ კომკავშირლების, რომლებიც ტაშით დახვდნენ პროლეტარულ რევოლუციას და რუსულ ოკუპაციას.

სხვას რას უნდა მივაწეროთ ის ფაქტი , რომ ზოგიერთისთვის ილიასეულ ტრიადაში-მამული, ენა და სარწმუნოება, ეს უკანასკნელი ზედმეტი აღმოჩნდა, რაც არაა შემთხვევითი მოვლენა ან მხოლოდ უცოდინარობა. ეს თავისუფლების ე.წ. ნეოლიბერალური დოქტრინის ნაწილია, რომელშიც უღმერთობა ტოტალიტარული რელიგიის რანგშია აყვანილი. ამიტომაა, რომ ამ ინსპირაციის შემოქმედი ხალხი, გარე ძალების კარნახითა და ხელშეწყობით, წლებია გამიზნულად ებრძვის ოჯახის ინსტიტუტს, ქრისტიანობას, დასცინის წმინდანებს, აქილიკებს ასი ათასი მოწამის თავგანწირვას, რევიზიას უკეთებს ისტორიას, აკნინებს და უნდა წაშალოს ჩვენი მეფეების, მღვდელმთავრების, საზოგადო მოღვაწეების და პატრიარქის ღვაწლი, ავტორიტეტი ჩვენი ეკლესიისა, რომლის დამსახურება ქართველი ერისა და კულტურის წინაშე აუწონელია.

ჩვენ ისტორიულად და კულტურულად ვართ ევროპელები და ევროპელობა, უპირველეს ყოვლისა, განსხვავებული აზრებისა და არგუმენტების ჰარმონიული სინთეზია და არა ტოტალიტარული აზრის ერთფეროვნება. ჩვენ გვინდა გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი იდენტობის, ქრისტიანული ტრადიციების, ისტორიის, ღირსებისა და სუვერენიტეტის ხარჯზე. ეს უკანასკნელი დღეს, ურთულესი გეოპოლიტიკური გამოწვევების პირობებში, ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და ერის ფიზიკური გადარჩენის მთავარი ბერკეტია და მის განმტკიცებაზე ყველამ უნდა ვიზრუნოთ იქნება იგი კონსერვატორი, ლიბერალი, სოციალისტი თუ რომელიმე სხვა იდეოლოგიის მიმდევარი.

საერთო ეროვნული ინტერესები მათზე მაღლა დგას და ამისთვის ჩვენ, პირველ რიგში, განსხვავებული აზრების შეჯერებისა და კომპრომისების გზით, უნდა დავძლიოთ რადიკალიზებული და პოლარიზებული პოლიტიკური გარემო, რათა საზოგადოებაში ეროვნული და სახელმწიფოებრივი საქმეების ერთად კეთების ატმოსფერო დავამკვიდროთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

იმ ბავშვებს, აქციაზე რომ დგანან, მინდა ვკითხო – იციან გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის შესახებ? -მიხეილ ყაველაშვილი

ამ ბავშვების გვერდით, რომლებიც გამჭვირვალობის კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე არიან, დგას, მაგალითად, შოთა უტიაშვილი, რომელიც 26 მაისის დარბევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, სადაც ხანდაზმული ადამიანები ცემით მოკლეს, მეორე დღეს კი აღლუმი ჩაატარეს და ზოგიერთები დააჯილდოვეს, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ახალგაზრდების იმ ნაწილს, რომელსაც პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა სურს, იმის შესახებაც უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს.

„ეს ფაქტები შეუძლიათ გადაამოწმონ, 24 საათი სოციალურ ქსელებში არიან, არქივია და ნახონ. რადგან პოლიტიკურ პროცესში უნდათ მონაწილეობის მიღება, მაშინ უნდა იცოდნენ, რომ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს მათი თანატოლები, თუ არ ვცდები, 125 ადამიანი, ჩახოცეს. იციან გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის შესახებ?“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა, – ამის შესახებ BBC-ი წერს.

მედიის ცნობით, ამის მიზეზია სანჩესის მეუღლე ბეგონა გომესი, რომელიც კორუფციაშია ეჭვმიტანილი. შესაბამისმა უწყებამ საქმის გამოძიება უკვე დაიწყო.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი მეუღლე დაიცავს საკუთარ უფლებებს და ითანამშრომლებს სასამართლო სისტემასთან. ბეგონა გომესის წინააღმდეგ საჩივარი ანტიკორუფციულმა მოძრაობამ შეიტანა. პედრო სანჩესი 29 აპრილს განაცხადებს, დატოვებს თუ არა პრემიერის თანამდებობას.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

25 აპრილს ქუთაისში +36 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +25 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დარია. დღისით +35 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23. ბათუმში დღისით ჰაერი +36 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +37 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23 გრადუსია მოსალოდნელი. ანალოგიური ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +37 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +25 გრადუსია ნავარაუდევი. +34 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც მზიანი დღეა. დღისით +34 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +31 იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +30 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც გამოიდარებს. დღე +19 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +20, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +30 გრადუსი და უნალექო მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ნატო ვაჩნაძის ფონდის პრემიაზე “ელისო” ნამუშევრების რეგისტრაცია დაიწყო

ნატო ვაჩნაძის სახელობის პრემიაზე “ელისო”, რომელიც წელს პირველად ტარდება, ნამუშევრების მიღება დაიწყო და ეს პროცესი 1 მაისამდე გაგრძელდება. პრემია „ელისო”, რომელიც ქართულ კინოში გამორჩეულ ნამუშევრებს გადაეცემა,  ნატო ვაჩნაძის ფონდის პირველი პროექტია, რომელიც თიბისის მხარდაჭერით ტარდება. დაჯილდოება 14 ივნისს, გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში ჩატარდება. ნატო ვაჩნაძის ფონდის მთავარი პარტნიორები არიან ‘’თეგეტა’’, ‘’თეგეტა ქარსი’’,  გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ასევე “სარაჯიშვილი”, “გალფი”, ‘’Rooms Hotels’’ და სხვა.

“ნატო ვაჩნაძის ფონდი” კინემატოგრაფისტების და ოჯახის წევრების ინიციატივით 2023 წელს დაარსდა. ფონდის მთავარი მიზანი ხელოვნების და განსაკუთრებით კი კინემატოგრაფიის განვითარების ხელშეწყობაა.  ფონდის მიზნები პირდაპირ კავშირიშია ნატო ვაჩნაძის და მისი ოჯახის მემკვიდრეობის გაგრძელებასთან, სწორედ ამიტომ კინემატოგრაფისტთა ხელშეწყობა, ისტორიული კონტექსტის კვლევა, კინოს პოპულარიზაცია და ქალთა გაძლიერება რჩება ფონდის უმთავრეს ღირებულებებად.

წელს პრემია “ელისო”  სამ ნომინაციაში გაიცემა: საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი და საუკეთესო ოპერატორი. თითოეული გამარჯვებული 5000 ლარით დაჯილდოვდება. კონკურსის პირობების მიხედვით, განიხილება 2023 წელს გადაღებული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ქართული პროდუქციის ან კოპროდუქციის ფილმები.

“ელისო“ ნიკოლოზ შენგელაიას ყველაზე წარმატებული ფილმია, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას – ქართული ავანგარდის დასაწყისი, რომელიც ნოვატორული თხრობითა და მონტაჟით გამოირჩევა. მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ქართულ მუნჯ ფილმებში ტენდენციურად ქალი ფიგურა ჩაგრული და მსხვერპლია,  ფილმის მთავარი პერსონაჟი ელისო კი დინების წინააღმდეგ წასული გმირია.  აღსანიშნავია ისიც, რომ ელისოს როლის შემსრულებელი, ნატო ვაჩნაძის და, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი კირა ანდრონიკაშვილია.

ნატო ვაჩნაძის ფონდის წევრები ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები არიან, მათ შორის, ნინო კირთაძე, რეზო კიკნაძე, ქეთევან შავგულიძე, გურამ ღონღაძე და ნატალია ჯუღელი.
საერთო გადაწყვეტილებით შეირჩევა ქართველი და საერთაშორისო კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიური, რომელიც პრემია ელისოს ნომინანტებსა და გამარჯვებულებს გამოავლენს.

ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმთან პარტნიორობით სამომავლოდ დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება, მათ შორის, ვორკშოფები, ლექციები და რეზიდენციები, ასევე კინოჩვენებების მოწყობა, უცხოელი პროფესიონალების ჩამოყვანა და ა.შ.

მსურველებს პრემიაზე რეგისტრაციის გავლა შემდეგ ლინკზე შეუძლიათ: ElisoAwards
ნატო ვაჩნაძის ფონდის შესახებ მეტ ინფორმაციას გაეცანით ვებ-გვერდზე: www.natovachnadze.com

R

ბრიტანეთმა ლტოლვილთა გასაძევებლად კანონი მიიღო – რა ეშველებათ მიგრანტებს?

„დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ხანგრძლივი დებატების შემდეგ მიიღო კანონი თავშესაფრის მიღების მსურველი მიგრანტების რუანდაში გაგზავნის თაობაზე“ – ნათქვამია BBCის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ბრიტანეთმა მიიღო კანონი ლტოლვილთა რუანდაში გასაძევებლად, თუმცა დეპორტაცია ჯერ კიდევ შორსაა“ (ავტორი – დომინიკ კაშანი).

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

კონსერვატორების მთავრობას იმედი აქვს, რომ შუაგულ აფრიკაში მდებარე ქვეყანაში ყოფნის პერსპექტივა დააფრთხობს იმ ათასობით პოტენციურ არალეგალურ მიგრანტს, რომლებიც დიდი ბრიტანეთისაკენ ნავებითა თუ სხვა საშუალებებით მიემართებიან.

როგორც პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, იმიგრანტებით დატვირთული პირველი თვითმფრინავები ლონდონიდან კიგალისაკენ – აფრიკის ტროპიკული ქვეყნის დედაქალაქისაკენ – უკვე ორი-სამი თვის შემდეგ გაფრინდებიან.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ყველანაირად ებრძვის ქვეყანაში არალეგალური მიფრანტების მოზღვავებას, რაც ხშირად მათი სიკვდილით მთავრდება. ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ პატარა ნავით ლა-მანშის სრუტის გადაცურვის დროს კიდევ ხუთი ადამიანი დაიხრჩო, მცირეწლოვანი ბავშვის ჩათვლით. მიმდინარე წლის დასაწყისიდან კი დიდ ბრიტანეთში ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდა უკვე 6 ათასმა მიგრანტმა უკანონოდ შეაღწია.

სად ბრიტანეთი და სად რუანდა!

დიდმა ბრიტანეთმა შორეულ რუანდასთან ჯერ კიდევ 2022 წელს გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ბრიტანეთში შეღწეული მიგრანტთა თხოვნები თავშესაფრის მიღების საკითხზე რუანდის ხელისუფლების მიერ იქნება განხილული და თუ თხოვნაზე პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მიგრანტს შეუძლია რუანდაში დარჩეს, იცხოვროს, იმუშაოს და ტროპიკული აფრიკის თვალწარმტაცი ბუნებით დატკბეს. მათთვის იქ საკმაოდ კომფორტული პირობები იქნება შექმნილი.

სხვათა შორის, რაიმე ეჭვები რომ არ წარმოქმნილიყო რუანდაში დემოკრატიიისა და უსაფრთხო სიტუაციის თაობაზე, დიდმა ბრიტანეთმა ეს აფრიკული სახლმწიფო წინასწარ უსაფრთხო ქვეყნად აღიარა.

კანონპროექტი მიგრანტთა რუანდაში გადაყვანის თაობაზე ჯერ კიდევ 2022 წლის გაზაფხულზე შემუშავდა, პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მთავრობის დროს, შინაგან საქმეთა მინისტრის სუელა ბრავერმანის მიერ (რომელიც წარმოშობით აფრიკელია, კენიიდან).

„კანონპროექტის მიზანია ჩაუნერგოს და შთააგონოს მიგრანტებს აზრი, რომ დიდ ბრიტანეთში არალეგალურად შეღწევა, კრიმინალ-კონტრაბანდისტთა დახმარებით, სიკვდილის ტოლფასია და რომ ლონდონი მათ შუამავლობას სთავაზობს ალტერნატიული თავშესაფრით დაკმაყოფილებისათვის, უსაფრთხო მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე“, – ნათქვამია მთავრობის დასაბუთებაში კანონპროექტის მისაღებად.

მომხრენი და მოწინააღმდეგენი

მიუხედავად იმისა, რომ ერთი მხრივ, ბრიტანეთის უმაღლესმა სასამართლომ და მეორე მხრივ – ადამიანთა უფლებების დამცავმა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუანდა უსაფრთხო ქვეყნის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებსო, ორი წლის განმავლობაში კონსერვატორული მთავრობა ოპონენტებთან და უფლებადამცველებთან დავა-კამათს არ წყვეტდა.

ამჟამად დიდ ბრიტანეთში თავშესაფრის მიღებას 52 ათასი არალეგალი მიგრანტი ელოდება, მაგრამ კანონის მიღების შემდეგ ისინი „ნისლიანი ალბიონის“ ნაცვლად შეიძლება სპილოებითა და ნიანგებით მდიდარ რუანდაში აღმოჩნდნენ, აფრიკის დიდი ტბების რეგიონში (გახსოვთ ფილმი „აფრიკელი“?).

პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის განცხადებით, რუანდაში თვითმფრინავები იმავწუთს გაფრინდებიან, როგორც კანონი ძალაში შევა, ანუ 12 დღის შემდეგ მეფის ხელმოწერის დღიდან. სამთავრობო სტრუქტურების 500 თანამშრომელი უკვე მზადაა აფრიკაში დეპორტირებულები კიგალამდე გააცილონ. „გეგმები უკვე ზედმიწევნით დეტალურად არის შედგენილი. ავიარეისები ზუსტად შესრულდება, რაც არ უნდა მოხდეს. ყოველთვიურად ათობით რეისი განხორციელდება. ეს იქნება ჩვენი ისეთი საშუალება, რომ სისტემატურად დავაშინოთ მიგრანტები და ამით ისინი ლა- მანშის სრუტეში სიკვდილს გადავარჩინოთ“, – ხაზი გაუსვა რიში სუნაკმა.

თუმცა, როგორც სკეპტიკოსები თვლიან, დეპორტირებუების თვითმფრინავებით გადაყვანა, თუნდაც რეისები ყოველდღიურად შესრულდეს, მაინც დიდ დროს მოითხოვს. გასათვალისწინებელია ბევრი უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებაც, რომ ისინი ყველანაირად დაეხმარებიან მიგრანტებს თავიანთი უფლებების დაცვაში, რათა მათ სასამართლოში დეპორტაციის გასაჩივრება შეძლონ.

რა ეშველებათ მიგრანტებს?

2022 წელს დიდ ბრიტანეთში ზღვით, პრიმიტიული ნავებით, 45755 იმიგრანტი შევიდა. 2023 წელს მათი ნაკადი მნიშვნელოვნად სემცირდა, მაგრამ მაინც მაღალი დარჩა – 29437 ადამიანი. მიმდინარე 2024 წლის დასაწყისიდან ბრიტანეთის ტერიტორიამდე უკვე მიაღწია 4600 მიგრანტმა. ამიტომ თავშესაფრის ყველა მსურველის ერთბაშად გაძევება უახლოეს თვეებში არ მოხერხდება.

სავარაუდოდ, ბრიტანეთის მთავრობას სამ წელზე მეტი დაჭირდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო წელიწადში 15 ათას იძულებით დეპორტაციას მოახდენს (უკანასკნელად მსგავის მასობრივი დეპორტაცია 2012 წელს განხორციელდა).

კანონის მიღების შემდეგ მიგრანტებს სასამართლოებში ცუდი დღე დაუდგებათ, რადგან თემიდის მსახურებს უფლება ეძლევათ ყურადღება არ მიაქციონ ადამიანის უფლებების დაცვას, რომლებიც ბრიტანულ კანონებშია ჩადებული. ამიტომაც მოსალოდნელია, რომ სპეციალიზებული საექსპერტო ორგანიზაციები შეეცდებიან სასამართლოებს იურიდიულად შეუშალონ ხელი ამ გეგმის პრაქტიკულ განხორციელებაში.

წყარო

მოამზადა – სიმონ კილაძემ

 

„აგრო იმპექსმა”, თიბისის მხარდაჭერითა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანადაფინანსების ფარგლებში, მოტივტივე მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში, კომპანია “აგრო იმპექსმა”, თიბისის აგრო სესხის მხარდაჭერითა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანადაფინანსების ფარგლებში, საირიგაციო წყალსაცავზე საქართველოში პირველი მოტივტივე მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა.

 

216 კვტ. სიმძლავრის მოტივტივე მზის ელექტროსადგური, სათბურის აირების წლიურ გაფრქვევას 31 200 კგ. CO2 ექვივალენტით შეამცირებს.

საპილოტე პროექტი ყოველწლიურად 300 000 კვტ. სთ. ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. შედეგად, „აგრო იმპექსის” ქსელური ელექტროენერგიის მოხმარება 38%-ით შემცირდება და კომპანია ყოველწლიურად საშუალოდ 32 400 დოლარს დაზოგავს.

პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 177 000 დოლარია, საიდანაც USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანამონაწილეობა – 85 000 დოლარს, თიბისის აგრო სესხით მხარდაჭერა კი 92 000 დოლარს შეადგენს. 

“აგრო იმპექსი” „აგრო ჰოლდინგის” ჯგუფში შემავალი კომპანიაა და გარდაბანში 70 ჰექტარ ფართობზე გაშენებულ სიმინდის ყანებს ფლობს. თიბისი, რომლისთვისაც სოფლის მეურნეობის სექტორი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, 9 წელია „აგრო ჰოლდინგის” ზრდისა და განვითარების მხარდამჭერია. 

USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში, განახლებადი ენერგორესურსებითა და  ინოვაციური, ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით, ბიზნესის მხარდაჭერასა და მათ საპილოტე პროექტებში ჩართვაში ეხმარება.

USAID მხარს უჭერს საქართველოში განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებას კერძო სექტორთან პარტნიორობით, რაც ტექნოლოგიური ინოვაციებისა და დაფინანსების ახალი მიდგომების წახალისებას ისახავს მიზნად.

 

R