Home Blog

პარლამენტთან აქცია სახელწოდებით „არა რუსულ კანონს” მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ახალგაზრდების აქცია, სახელწოდებით „არა რუსულ კანონს” მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას “ქალთა მარშის” მონაწილეებიც შეუერთდნენ.

მათ მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს და პარლამენტთან დაასრულეს. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.

ცნობისთვის, ახალგაზრდები გუშინ, თავდაპირველად პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ, ამის შემდგომ კი, მსვლელობით იუსტიციის სახლთან გადაინაცვლეს, რის შემდეგაც, ასევე მსვლელობით გაემართნენ გმირთა მოედანზე. მათ გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რაც მათივე თქმით, არის პირობა იმისა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ხელისუფლება ვერ მიიღებს. გმირთა მოედნის შემდეგ აქცია პარლამენტთან დაასრულეს.

პირვლი ქართული გემი ,,აია,,ფოთში შევიდა (ვიდეო)

 

პირვლი ქართული გემი ,,აია,, ქართული დროშით, ქართული კაპიტალით , ქართველი კაპიტანით და ქართული ეკიპაჟით , პირველად ფოთში შევიდა , კეთილი იყოს ქართულო გემო – პირველი ტვირთები და პირველი ტრაილერები რომელიც კონსტანციდან – ( რუმინეთი) ფოთში – ( საქართველოში ) შემოვიდა ეს ერთი და სხვა მილიონი

🇬🇪შემოვიდა ფოთში 00.00 20 აპრილს 2024 წელს

საზღვაო ხაზი ე60

მაია ნიკოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა

ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პატიმარი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის „ნაციონალურ მოძრაობას“ სთხოვს შექმნას პარტიის ბორდი და თავმჯდომარედ მისი, ხოლო თავმჯდომარის მოადგილედ სოფო ჯაფარიძის კანდიდატურა განხილონ.

„სააკაშვილმა გააკეთა დღეს განცხადება რომ თურმე ბორდის თავმჯდომარე უნდა რომ იყოს. როგორც სასამართლოს სამედიცინო ექსპერტი ვაცხადებ, სააკაშვილმა ჯერ საზოგადოებას უნდა წარუდგინოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, იგივე კომისიის, რომ ის არის ჯანმრთელი ფსიქიკურად, რომ მას არ აქვს დემენცია, არ აქვს 40, თუ 50 დაავადება, რომ სწორად აზროვნებს, ფიზიკურად შეუძლია ამ ყველაფრის მართვა [ბორდის თავმჯდომარეობა] და ამის შემდეგ გააკეთოს ასეთი განცხადებები. სხვა შემთხვევაში, მისი ყველა განცხადება მიიღება სამწუხაროდ არასერიოზულად. თუ მას სერიოზულად უნდა რომ მივიღოთ, მაშინ ჯანმრთელობის შესახებ ცნობა უნდა წარადგინოს. აქ მთავარი მაინც დემენციაა, რომლის დიაგნოზსაც ძალიან ბევრი ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტი აწერდა ხელს“, – აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.

,,არის ძალიან კონკრეტული მოთხოვნა – კანონის გაწვევა! ”- გიორგი ვაშაძე

დღეს არის ძალიან კონკრეტული მოთხოვნა – კანონის გაწვევა და პასუხი აგონ იმ სამართალდამცავებმა, რომლებმაც უკანონო ქმედება ჩაიდინა მომიტინგეთა წინააღმდეგ, ვინც მოროდიორივით იქცეოდა, – ამის შესახებ „სტრატეგია-აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ევროპული პარადიგმის“ ორგანიზებით დაგეგმილი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, მმართველმა პარტიამ კანონპროექტის დაინიცირებითა და წამოწევით ავტორიტარიზმისკენ ნაბიჯი გადადგა, რომლის მთავარი მიზანი, მისივე შეფასებით, ქვეყნის დასავლური სამყაროსგან იზოლირებაა.

„ვიქნებით წინა პლანზე ყველგან, სადაც ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა იქნება საჭირო. მივიტანთ ახალგაზრდებისა და ქართველი ერის სათქმელს კომიტეტზე. ეს ჩვენი ვალდებულებაა. გავუმაგრებთ ზურგს ახალგაზრდებს, რომელსაც ყველაზე დიდი ევროკავშირის დროშა უჭირავთ. დღეს არის ძალიან კონკრეტული მოთხოვნები – კანონის გაწვევა და პასუხისგება იმ სამართალდამცავებისა, რომლებმაც უკანონო ქმედებები ჩაიდინეს მომიტინგეთა წინააღმდეგ, ვინც მაროდიორივით იქცეოდა და თქვენ ნახეთ მხდალი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც პარლამენტში იყო მოსული და ლაპარაკის მოსმენაც კი არ შეუძლია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველო წავიდეს ევროკავშირისკენ და ყველაფერი, რაც ევროკავშირისკენ საქართველოს სვლას დაეხმარება ვუგულშემატკივრებთ. არ არსებობს ადამიანი, ვისაც საქართველოსთვის კარგი უნდა უნდა, რომ არ ამბობდეს – „ეს კანონი და ევროკავშირი შეუთავსებელია ერთმანეთთან“. ამის წინააღმდეგ არიან მარტო ივანიშვილი, კობახიძე, მდინარაძე, დუგინი, ლავროვი და პუტინი, ეს საუკეთესო ექვსეული. დანარჩენი სამყარო ქართველი ხალხის გვერდით არის. ყველამ გავიაზრეთ, თუ რა პროცესში ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს დიდი ცვლილებებით დასრულდება, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას დააჩქარებს. ივანიშვილი ხვდებოდა რომ ეს არჩევნები წაგებული ჰქონდა, ცვლილებები უნდოდა ხალს, გადაწყვიტა, რომ ამ კანონის წამოწევით ავტორიტარიზმისკენ ნაბიჯი გადადგას და ქვეყანა დასავლური სამყაროსგან იზოლაციაში მოაქციოს. შესაძლოა, კანდიდატის სტატუსი და უვიზო მიმოსვლაც დავკარგოთ. ამისთვის, თუ რუსეთის მხარდაჭერა დასჭირდება უარს არ იტყვის. ეს არის სცენარი, რომელიც მან საკუთარი თავისთვის შექმნა. ივანიშვილმა რუსეთში კი დიდი ფული გააკეთა მაგრამ, რუსეთს აქ ვერ გადმოიტანს. 11 რუსული მუხლი დაწერეს ამ ადამიანებმა, რომლის მიზანია საქართველო ააცდინოს ევროინტეგრაციის გზას. პუტინის არგუმენტაცია და მდინარაძე-კობახიძის არგუმენტაცია ერთი ხელითაა დაწერილი. გახრწნილობის სიმბოლო დღეს საქართველოში არის ღარიბაშვილი, სიტყვა გამჭვირვალობას როგორ ახსნებს, ეს თაღლითი კორუმპირებული“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გარდა, ასევე სუს-ის 2023 წლის ანგარიშსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საბჭოთა წარსულს ჩაბარდება.

„სუს-ის ანგარიშის მიხედვით, მათთვის პრიორიტეტი არის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლა, ადამიანების დაშინება, დატერორება, ძალადობრივი ჯგუფების შექმნა, რომლებიც თავს ესხმიან ქუჩაში ადამიანებს, ამიტომ სად სუს-ი და სად საქართველოს ეროვნული ინტერესები. სუს-ი არის ბიძინას ეროვნული ინტერესი, ბიძინას ხრწნის ინტერესი, მეტი არაფერია სუს-ი. მერწმუნეთ, როგორც კი დიდი ცვლილებები იქნება, სუს-ი ჩაბარდება საბჭოთა წარსულს, აღარ იარსებებს ასეთი ორგანიზაცია ამ ქვეყანაში”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ბექა ოდიშარია მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ბექა ოდიშარია „დღის ქრონიკაში“ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებისგან შემდგარი, ბორდის შექმნას ითვალისწინებს.

„ადამიანი საერთოდ აცდენილია – ვის მოუწოდებს? რას მოუწოდებს? თუ კაცობა ეყოფა, მან იცით რა გაიმეოროს? წინა მიტინგზე რომ თქვა, იქნებ მოკვდეს ვინმეო და უკეთესი იქნება, თუ ქალი მოკვდება და კიდევ უკეთესი იქნება, თუ ფეხმძიმე მოკვდებაო. ეს იქნება ახლა შესატყვისი ამ კონტენტთან, თორემ დანარჩენ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილმა რა უნდა ისაუბროს, ჩვენ რაზე უნდა მოგვიწოდოს?! დედიკოს ბიჭი იხდის სასჯელს – გავიგეთ!“, – განაცხადა ოდიშარიამ.

, მამუკა მდინარაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის„ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს, პარტიის ბორდის თავმჯდომარედ აირჩიონ, სოფო ჯაფარიძე კი მისი მოადგილე და საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყოს.

მდინარაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის რეალური ლიდერი „ნაცმოძრაობის“ თავისი წარსული ბოროტებით, მძიმე ცოდვებით, რაც ამ ადამიანს კისერზე ადევს.

„უცხო სახელმწიფოს, ჩვენი მეგობარი უკრაინის, რომლის ხელისუფლების წარმომადგენლების დიდი ნაწილი არ მეგობრობს დღეს ჩვენთან და ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვართ, მოქალაქედ დარეგისტრირებული მიხეილ სააკაშვილი უცხო ქვეყნის წარმომადგენელია. მან თავად თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი და მას არ აქვს პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის უფლება. ეს ერთი საკითხია. მეორეა, რომ ის მაინც განსაზღვრავს, რადგან მისი ფინანსებიც არის. მას მოუნდება, იქნება სოფო ჯაფარიძე, მოუნდება იქნება ხაბეიშვილი ან სხვა, არ აქვს მნიშვნელობა, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება“, – აცხადებს მდინარაძე.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ დვანთნ  უკანონო ინსტალაციები განათავსეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტში სოფელ დვანთნ ორი ახალი უკანონო ინსტალაცია განათავსეს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალები გარკვეული პერიოდულობით აწარმოებენ სხვადასხვა ტიპის უკანონო ინსტალაციების მონტაჟს. თითოეული მსგავსი ფაქტი არის ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მკაცრი რეაგირების ობიექტი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე გაააქტიურა ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

“მამული, ენა, სარწმუნოება! ეს სამება ურყევია – მისი დარღვევა არავის გამოსვლია”-შალვა პაპუაშვილი

ეს სამება ურყევია, მტკიცეა და წმინდა! მასში ვერც ვერაფერი ჩანაცვლდება და ვერც მოაკლდება!” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, მისი დარღვევა არავის გამოსვლია, რადგან ის საქართველოსთან იგივდება ამ სახით, ამ დათქმით, ამ შეთანხმებით!

,,მამული, ენა, სარწმუნოება! ეს სამება ურყევია, მტკიცეა და წმინდა! მასში ვერც ვერაფერი ჩანაცვლდება და ვერც მოაკლდება! მისი დარღვევა არავის გამოსვლია, რადგან ის საქართველოსთან იგივდება ამ სახით, ამ დათქმით, ამ შეთანხმებით!” – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

“დიასპორის როლი ქართული მეცნიერების ინტერნაციონალიზაციასა და პოპულარიზაციაში”

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდში გაიმართა.

საერთაშორისო სიმპოზიუმის „სამეცნიერო დიპლომატია მშვიდობისა და განვითარებისთვის“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიება თემაზე “დიასპორის როლი ქართული მეცნიერების ინტერნაციონალიზაციასა და პოპულარიზაციაში”, რომელსაც სამეცნიერო დიასპორის წარმომადგენელი, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის პროფესორი მანანა თანდაშვილი უძღვებოდა.

მან წარადგინა პრეზენტაცია „მეცნიერების როლის შესახებ ციფრულ ეპოქაში“, ისაუბრა მეცნიერების ახალი პარადიგმის, თანამედროვე სამყაროში მეცნიერების კომუნიკაციის ახალი ფორმებისა და ეთიკური ნორმების, ღია მეცნიერების ძირითადი პრინციპებისა და ქართულ სამეცნიერო სივრცეში ამ თვალსაზრისით არსებული პრობლემების შესახებ. საგანგებო ყურადღება დაეთმო ორ მნიშვნელოვან საკითხს: ციფრულ ეპოქაში ქართული ენის ადეკვატური ასახვის აუცილებლობასა და ქართული ენის საერთაშორისო სტატუსის საკითხს ევროინტეგრაციის კონტექსტში. მომხსენებლის აზრით, ციფრული რესურსებით უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ქართული ენის დღეისთვის არსებული სტატუსი – “მწირრესურსიანი ენა”, არ შეესაბამება რეალურ ვითარებას და საჭიროა უფრო მეტი ძალისხმევა ამ მიმართულებით: კომპლექსური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება სამეცნიერო საზოგადოების, სახელმწიფოს მხრიდან. .

შეხვედრის დასასრულს აღნიშნული საკითხის გარშემო გაიმართა აზრთა გაცვლა-გამოცვლა, დისკუსია საჯარო უწყებების, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

მინდა, ახალგაზრდებს მივმართო, თუ ვინმემ, რომელიმე მმართველმა პარტიამ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მოიტანა მართლაც ხელშესახები პროგრესი და შედეგი, ეს არის „ქართული ოცნება“ -ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს ქვეყანაში დემოკრატიაა და ყველა მოქალაქეს აქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, გამოხატოს საკუთარი აზრი და პროტესტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გორში განუცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ადამიანების უფლებას მთავრობა, ხელისუფლება იცავს და მომავალშიც ასე იქნება.

„მინდა, მივმართო ახალგაზრდებს: თუ ვინმემ, რომელიმე მმართველმა პარტიამ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მოიტანა მართლაც ხელშესახები პროგრესი და შედეგი, ეს არის „ქართული ოცნება“. იქნება ეს ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს დაიხურა ეს საკითხი და მაშინ გამოცხადდა, რომ ქვეყანა მიიღებდა უვიზო რეჟიმს. ახალგაზრდებს მივმართავ და მინდა, თქვენ, ყველას შეგახსენოთ, არ გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო?! 2012 წლამდე მარტო ელიტა მოგზაურობდა ევროპაში, მმართველი ელიტა, რომელიც იყო გაპარპაშებული. ჩვეულებრივ მოქალაქეს ევროპაში გადაადგილება არ შეეძლო. დღეს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, აიღოს ბილეთი და გაფრინდეს ევროპაში. ვინ მოიტანა ეს შედეგი?! ეს შედეგი მოიტანა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“. ვინ მოიტანა თავისუფალი ვაჭრობა?! დღეს ქვეყანა არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, დამთავრდა საუბარი, არ მივიღებ არანაირ კრიტიკას, რომ ჩვენ ძალისხმევა დავაკელით. ყველაფერი გავაკეთეთ და მივაღწიეთ, რომ ქვეყანას დღეს კანდიდატის სტატუსი აქვს.

პროცესი გრძელდება. აუცილებელია ჩვენს ევროპელ მეგობრებთან დიალოგი, ეს ცოცხალი პროცესი უნდა იყოს. გუშინ მქონდა ძალიან კარგი საუბარი ევროკავშირის ელჩთან. მთავრობას აქვს დიალოგი, ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს, უნდა ვესაუბროთ მეგობრებს, ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს, რომ არასწორი აღქმები და განცდები არ დარჩეთ. დანარჩენს გვიჩვენებს ყველაფერი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღალატის ქრონიკა 2012 წლიდან – მიხეილ სააკაშვილი

ღალატის ქრონიკა 2012 წლიდან – ამ სათაურით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში მიღებულ გადაწყვეტილებების სიას აქვეყნებს:

ღალატის ქრონიკა 2012 წლიდან:

2012 წელს საარჩევნო კამპანიისთვის რუსეთმა ივანიშვილს 2,5 მლრდ. დოლარი გადასცა;

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „ოცნებამ“ „პირველი კავკასიური არხი“ (ჩვენი რუსულენოვანი მაუწყებელი, რომელიც სჯაბნიდა რუსულ პროპაგანდას რუსეთისვე ტერიტორიაზე) დაკეტა. სამაგიეროდ, რუსებს ქართულ ენაზე საქართველოში რადიო “Спу́тник” (თანამგზავრი) გაახსნევინეს;

2012 წელს გაათავისუფლეს რუსი ჯაშუში და რუსეთში დაპატიმრებულ ქართველ მზვერავებზე მათი დაგეგმილი გაცვლა ჩაშალეს;

2012 წელსვე ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დახურეს;

2013 წელს ამერიკელი მასწავლებლების პროგრამა გააუქმეს;

2013 წელს თბილისის სამხედრო დამცავი ზღუდე მოშალეს და რუსეთის დაზვერვას 2008 წლის ომში მონაწილე ქართველი ოფიცრების და ჯარისკაცების სია გადასცეს;

2014 წელს “ФСБ”-ის თანამშრომელი, ფარცხალაძე მთავარ პროკურორად დანიშნეს. მან რუსების დავალებით ჩემს წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრა;

2013 წელს შეაჩერეს ანაკლიის პორტისა და ბათუმში ამერიკული “Royal Caribbean”-ის ტერმინალის მშენებლობა. ამავე დროს, ქართული ენერგეტიკული სისტემა ხელახლა მიაბეს “გაზპრომს”;

ამავე წლებში, “დელტას” სამხედრო წარმოებაც გაანადგურეს, შეაჩერეს ყველა ახალი ტექნოლოგიის, მათ შორის ქართული ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების (რაც განსაკუთრებით მოთხოვნადია ახლა) წარმოება შეაჩერეს;

შემდეგ იყო “გავრილოვის ღამე”, “რუსული კანონი”, “რუსული ოფშორების კანონი”.

დანარჩენი თქვენ თვითონ მიაწერეთ…”-წერს მიხეილ სააკაშვილი.

თუ ვინმე არის შემძლე მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, ეს არის “ქართული ოცნება” -ირაკლი ღარიბაშვილი

ვინმე თუ არის შემძლე მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების, ეს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გორში განუცხადა.

მისივე თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ ყველა მმართველის დროს ქვეყანაში იყო ომები, ტერიტორიების დაკარგვა, გმირი ჯარისკაცების განადგურება, ამიტომ საკითხი ძალიან სერიოზულია.

„ხალხს დაავიწყდა, რომ მსოფლიოში არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების პოლიტიკური გარემოა. ის წესრიგი, რომელიც მსოფლიოში არსებობდა, დღითი დღე ირღვევა და არავინ იცის, ახალი წესრიგი როდის ჩამოყალიბდება, რა კონფიგურაცია დაჯდება. ომი უკრაინაში გრძელდება. იცით, რომ 250 მილიარდი დოლარი არის გამოყოფილი უკრაინისთვის მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო. ამბობენ, 200 მილიარდი არის დახარჯული რუსეთის მხრიდანაც. ახლა, დამატებით, ამერიკიდან 50 თუ 60 მილიარდი გამოიყოფა. ეს ომი გრძელდება. არავინ იცის, როდის დასრულდება.

საფრთხე, რომელზეც ვსაუბრობდით, რომ არსებობს რეალური საფრთხე ამ ომის ჩვენს ქვეყანაში გადმოტანის, არსად წასულა. უპასუხისმგებლო ძალებს, რომლებიც ცდილობდნენ, ჩვენი ქვეყანა ჩაეთრიათ ომში, მინდა, მივმართო: რომელი იქნება პასუხისმგებლობის ამღები, ქვეყანაში რომ ვითარება ისე არ განვითარდეს, როგორიც დღესაა? ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც დღეს ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შეინარჩუნა – „ქართული ოცნებაა“. თუ ვინმე შემძლეა ამ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების, ეს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“. კარგად ვიცით, ყველა მმართველის დროს ქვეყანაში იყო ომები, სამოქალაქო ომი, რუსეთთან ომი, ტერიტორიების დაკარგვა, გმირი ჯარისკაცების განადგურება, ამიტომ საკითხი ძალიან სერიოზულია.

გადახედეთ, რა ხდება ახლო აღმოსავლეთში. ისრაელი-პალესტინის ომს ვგულისხმობ, ირანსა და ისრაელს შორის ვითარება ფეთქებადსაშიშია. დაბრუნდა რიტორიკა ბირთვული ომის. საუბრობენ როგორც ნატო-ს წევრი სახელმწიფოები, ასევე რუსეთი. მოხდება დემონსტრირება ბირთვული შეიარაღების და ამ დროს ჩვენ დროს ვხარჯავთ შიდა კინკლაობაზე. იცოდეთ, არ დავუშვებთ არავითარ დესტაბილიზაციას. ვინმეს თუ რაიმე პოზიციის გამოხატვა სურს, კანონის ფარგლებში გამოხატოს. არჩევნები გვიახლოვდება, ყველამ კეთილი ინებოს, მშვიდად დააფიქსიროს თავისი პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.