Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

23:23 13.02.2020
„ვიდრე საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ ვინ ჩამოვა რუსეთიდან და ვინ არა, პრობლემები იქნება“

დისკუსიას იმის თაობაზე თუ ვინ წარმოადგენს თბილისში რუსეთს ევროპის საბჭოს მინისტერიალზე პროვოკატორები თავიანთი ვიწრო ინტერესებისთვის იყენებენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

 

„სუვერენულ ქვეყანაში არაფერი უნდა იცვლებოდეს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენლის ჩამოსვლით ან არ ჩამოსვლით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იქ რაღაც ისე არ არის. ეს ნიშნავს, რომ პროვოკატორები თავიანთი ვიწრო ინტერესებით მოქმედებენ“, - განაცხადა მარია ზახაროვამ. მისივე თქმით, რუსეთი საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ აღიქვამს, რომელსაც თავისი ინტერესები აქვს. „ვიდრე საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ ვინ ჩამოვა რუსეთიდან და ვინ არა, პრობლემები იქნება. სულ ეს არის. იქიდან გამომდინარე, თუ ვინ ჩამოდის შენთან, მთავრობა არ უნდა მიდიოდეს, მინისტრები არ უნდა იცვლებოდნენ“, - დასძინა მან.

 

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში, რომელიც მაისში თბილისში უნდა გაიმართოს. საგარეო საქმეთა მინისტერის მოადგილე, ლაშა დარსალიამ კარასინის განცხადების საპასუხოდ თქვა, რომ საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ორგანიზაციის წესდების შესაბამისად მოქმედებს.

 

 

 

imedinews.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge