Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

22:21 13.02.2020
„ლოს-ანჟელესში, ოსკარების ჟიურის შეკრებაზე, ჟიურის თავმჯდომარედ, ფარული კენჭის ყრით, ნუგზარ შარია აირჩიეს, რომლის კანდიდატურა სტივენ სპილბერგმა წარადგინა - გილოცავ, მამაჩემო! “

რუსთაველის თეატრის მსახიობი ზურაბ შარია სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას მამის, ამერიკაში მოღვაწე რეჟისორის, ნუგზარ შარიას წარმატების შესახებ:

 

„იმდენად, რამდენადაც, "ჟურნალისტებს", პოლიტიკური სკანდალის გარდა, აღარაფერი აინტერესებთ და იოლი გზა ნახეს რეინტიგისთვის, მე გამცნობთ, რომ ა.წ. 5 იანვარს, ლოს-ანჟელესში, ოსკარების ჟიურის შეკრებაზე, ჟიურის თავმჯდომარედ, ფარული კენჭის ყრით, ნუგზარ შარია იქნა არჩეული, ნუგზარ შარიას კანდიდატურა, სტივენ სპილბერგმა წარადგინა!!! ნოემბერში ნუგზარ შარია უჟგოროდში იყო მიწვეული და იქ მიიღო ოსკარების ჟიურის მიწვევა, თავმჯდომარედ არჩევამ, ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ვულოცავ საქართველოს და შარიებს ამ წარმატებას. უჟგოროდის ტვ-ს სიუჟეტს გთავაზობთ. ოსკარების ჟიურიზე საუბარი ამ ვიდეოში არ არის. გილოცავ, მამაჩემო!!!“, წერს ზურაბ შარია. 

 იხილეთ ვიდეო:

 

შეგახსენებთ, რომ ნუგზარ შარიას, როგორც მსახიობს, ქართველი მაყურებელი იცნობს ფილმებით: „ხევისბერი გოჩა“, „პალიასტომი“, „აბესალომ და ეთერი“, „ენგურის ნაპირებზე“... მან 1970 წელს დატოვა საქართველო და საცხოვრებლად ჯერ ევროპაში, შემდეგ ამერიკაში გადავიდა.  

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge