Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

12:25 13.02.2020
13 თებერვალი - რადიოს მსოფლიო დღეა

13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელიც 2011 წელს იუნესკომ დააფუძნა. რადიოს მსოფლიო დღის დაწესება ესპანეთის შემოთავაზება იყო, რომელიც იუნესკოს 36-ე გენერალურ კონფერენციაზე დამტკიცდა. რადიოს მსოფლიო დღის აღნიშნვა 13 თებერვალს გადაწყდა, რადგან 1946 წლის ამ დღეს შეიქმნა გაეროს რადიო.


თავის მიმართვაში გაეროს მდივანი აღნიშნავს, რომ კრიზისისა და საგანგებო სიტუაციების დროს რადიო რჩება კომუნიკაციის და ინფორმაციის მიღების ყველაზე ეფექტურ საშუალებად, თამაშობს მნიშვნელოვან როლს საგანგებო სიტუაციების დროს, ხელს უწყობს დახმარების აღმოჩენას სტიქიური უბედურებების დროს.


მსოფლიოში პირველად რეგულარული რადიომაუწყებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, პიტსბურგში 1921 წლის ნოემბერში დაიწყო. საქართველოში კი 1925 წლის 23 მაისს, თბილისში.

 

ცნობისათვის, მედიაჰოლდინგ „Georgian Times“-სს,  სულ ახლახანს, განახლებული ეთერით, რადიო "ჯორჯიან თაიმსი" (ყოფილი რადიო "თანამგზავრი") FM-92,3 შემოუერთდა. 

 

რადიო „"ჯორჯიან თაიმსი", ამ ეტაპზე, თბილსსა და მის შემოგარენში მაუწყებლობს და უახლოეს პერიოდში, დაფარვის ზონის გაფართოებას გეგმავს

 

აღნიშნულ სიხშირეზე შესაძლებლობა გაქვთ მოისმინოთ გემოვნებიანი მუსიკა, საათში ერთხელ, გაეცნოთ საინფორმაციო გამოშვებას,  სხვადასხვა შინაარსის ტოკ-შოუებს, გადაცემებსა და სხვა. 

 

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge