Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

13:16 14.02.2020
რადიო "ჯორჯიან თაიმსმა" მაუწყებლობა დაიწყო

 

10 თებერვლიდან, რადიო "ჯორჯიან თაიმსმა" მაუწყებლობა დაიწყო. 


1993 წლიდან მოყოლებული, არაერთი ბეჭდური გამოცემისა და წარმატებული პროექტის შემდეგ, მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ შემადგენლობაში, ახლა უკვე რადიო "ჯორჯიან თაიმსი" შევიდა. რადიო "ჯორჯიან თაიმსი" ამ ეტაპზე, თბილსსა და მის შემოგარენში მაუწყებლობს. აღნიშნულ სიხშირეზე შესაძლებლობა გაქვთ მოისმინოთ გემოვნებიანი მუსიკა,  სხვადასხვა შინაარსის ტოკ-შოუები და გადაცემები.

 

რადიო „ჯორჯიან თაიმსის" სიახლეებზე, მედიაჰოლდინგის დამფუძნებელი და პრეზიდენტი მალხაზ გულაშვილი გვესაუბრა:

 

როგორც უკვე იცით, მედიაჰოლდინგჯორჯიან თაიმსმა რადიო თანამგზავრი FM-92,3  შეიძინა. განახლებული ეთერი რადიო "ჯორჯიან თაიმსმა" 10 თებერვალს დაიწყო. ყოველ საათში ერთხელ, საინფორმაციო გამოშვება იქნება. დღის განმავლობაში გავა პოლიტიკური ტოკ-შოუები, ბიზნეს-ეკომომიკური შინაარსის გადაცემები,- საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე, საინტერესო ადამიანებთან ერთად. ასვე, გვექნება ქართული და უცხოური პრესის მიმოხილვა.

 

რადიო სიხშირეზე მოუსმენთ ისეთ ჰიტებს, რომლებიც პოპულარული იყო 90-იან წლებში. მსმენელს აქტურად მივაწვდით ინფორმაციას გზებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მინდის პროგნოზს, დღის ჰოროსკოპს, ვალუტის კურსსა და სხვა.

 

მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა ტელეფონის საშუალებით ჩაერთოს პირდაპირ ეთერში, დასვას საინტერესო კითხვები  და  გამოთქვას საკუთარი აზრი. ამჯერად,  რადიო „ჯორჯიან თაიმსიმაუწყებლობს როგორც თბილისში, ასევე, მის შემოგარენში და სამომავლოდ ვგეგმავთ დასავლეთ საქართველოც მოვიცვათ.


ორშაბათიდან სიხშირეზე რამდენიმე გადაცემა გავიდა. ეტაპობრივად კი, სხვა, კიდევ უფრო საინტერესო გადაცემების დამატებასაც ვგეგმავთ. გვყავს საკმაოდ გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი, რომლებიც, განახლებული ეთერისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან.- განაცხადა მალხაზ გულაშვილმა.

 

რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ მაუწყებლობასთან დაკავშირებით, მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ მთავარი რედაქტორი, - ნანა  გაგუა, სოციალურ ქსელში წერს:

 

"მაშ ასე! სულ რამდენიმე დღეც და მედიაჰოლდლინგი ''ჯორჯიან თაიმსი'' რადიომსმენელის წინაშე ახლა უკვე რადიო ''ჯორჯიან თაიმსით'' FM 92,3 წარსდგება!


93
წლიდან მოყოლებული არაერთი ბეჭდური გამოცემისა და წარმატებული მედია-პროექტის შემდეგ ახლა უკვე რადიო ''ჯორჯიან თაიმსი'' გახდა ჩვენი პირადი თანამგზავრი!


და კვლავ, როგორც მრავალი წლის მანძილზე, ''დარსა და ავდარში'', უამრავი წინაღობის გადალახვისა და დაძლევის შემდეგ, კვლავ ვაცხადებთ: ''ვაკეთებთ იმას, რაც ვიცით!''...


რადიო ''ჯორჯიან თაიმსი- FM 92, 3'' - მხოლოდ ობიექტური, -  გადამოწმებული და სანდო ინფორმაცია და პროფესიონალთა დიდი გუნდი!"- აცხადებს ნანა გაგუა.

 

გარდა ზევით აღნიშნული გადაცემებისა,  FM 92,3 - რადიო „ჯორჯიან თაიმსზე მოისმენთ საავტორო გადაცემებს საინტერესო ადამიანებთან ერთად. გაეცნობით კომპეტენტური ადამიანების რჩევებს ჯანმრთელობასთან დაკავშირბით. შეიტყობთ, თუ  სად და რომელ ქვეყანაში ჯობს მოგზაურობა. გურმანები მიიღებენ უახლეს კულინარულ რეცეპტებს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის სამზარეულოდან.


პირველები გაეცნობით როგორც მსოფლიო, ასევე წარმატებული  ქართული ბრენდების ისტორიას. მოუსმენთ სპორტულ სიახლეებს  საინტრესო სტუმრებთან ერთად.


ასევე  გაეცნობით აფიშას, კულტურული ღონისძიებების მიმოხილვას  /კინო, თეატრი, კონცერტი, გამოფენა/.


მოისმენთ ამონარიდებს წმინდა მამათა წერილებიდან. გაეცნობით ძველი გაზეთების მიმოხილვას და გაგახალისებთ იუმორისტული გადაცემებით.

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge