Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

01:27 19.01.2020
19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

ნათლისღება ერთ-ერთი უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაულია. სახარების თანახმად, ამ დღეს იოანე ნათლსიმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე და მის წინა დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სრულდება წყალკურთხევა დიდი აიაზმის წესით და ნაკურთხი წყალი ურიგდებათ მორწმუნეებს. ამ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანის მადლი ეძლევა და, ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება. ის შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში შეინახოთ და განსაცდელისა და ავადმყოფობის დროს მიიღოთ.

 

სამების ტაძრის დეკანოზი მამა იაკობი (აბაშიძე): “ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ანუ განცხადება წმინდისა სამებისა არის ერთ ერთი უდიდესი დღესასწაული ქრისტიანულ სამყაროში. ამ დღეს მაცხოვარი მიბრძანდა მდინარე იორდანესთა და როგორც რიგითმა ადამიანმა ნათელი იღო მისგან. თუმცა, მანამადე იოანე ნათლისმცემელმა უთხრა, რომ ის მისგან ელოდებოდა ნათლისღებას, რაზეც მაცხოვარმა უპასუხა: “აცადე აწ, ასე შვენის რჯულს აღსრულება“, ანუ ღვთისგან დაშვებული იყო, რომ უფალს ნათელი ეღო სწორედ იოანე ნათლისმცემლისგან. მაცხოვარს არ სჭირდებოდა განწმენდა როგოც რიგით ადამიანს, რამეთუ ნათლისღება იყო კაცობრიობისათვის ცოდვების განმწმენდელი, წყალი განწმენდდა სხეულს, ხოლო სულიწმინდა კი განწმენდდა ადამიანის გონებას, მაგრამ თავად განწმინდა მაცხოვარმა წყალი. ერთი მხრივ, იგი დაემორჩილა კანონს, რაც თავადვე დაადგინა და ამავე დროს გვაჩვენა, რომ მას რეალურად აქვს მიღებული ადამიანის სხეული და მასაც როგორც ადამის ძეს მოუწევდა ამ წესის შესრულება. მეორე მხრივ, როგორც ღმერთკაცმა განწმინდა წყალი, რამეთუ წყალში დაბუდებული იყო ბოროტი სულები. მაცხოვრის ნათლისღებისას მოხდა სასწაული, გამოჩნდა სულიწმინდა, მტრედის სახით, დაშვებული მაცხოვარზე და მამის ხმა ადასტურებდა: “ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ“, სწორედ ამ ხილვის გამო ნათლისღებას ეწოდა მეორე სახელი – განცხადება. სრული სახით ღმერთი გამოჩნდა ნათლისღების დროს, ამიტომაც არის ნათლისღება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. წმინდა სამება მანამდე კაცობრიობამ არ იცოდა რა იყო. ამ დღეს კი ნახა – მამა ზეციდან, ძე – წყალში მდგომარე და სული წმინდა მტრედის სახით გადმოსული”.

 

 

 

 

ambioni.ge

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge