Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

22:08 18.01.2020
სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.

 

შეგახსენებთ, ნატა ფერაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა ფერაძის მეგობრების სტატუსი, სადაც აღწერილია ინციდენტი:

 

„დაახლოებით საათნახევრის წინ, ჰომოფობიურად განწყობილმა ბიჭების და გოგოების ჯგუფმა შეურაცხყოფა მიაყენეს ტრანსგენდერს. ტრანსგენდერმა გამოიძახა პატრული ჩუმად, პატრული მოვიდა, ჰომოფობები გაიქცნენ, პოლიციელები ნელი ნაბიჯებით გაეკიდნენ და ვერ დაიჭირეს, რასაც მოჰყვა ტრანსგენდერების გაღიზიანება. ტრანსგენდერი დააკავეს სრულიად უმიზეზოდ, იმის გამო, რომ პოლიციას ჰომოფობი უწოდა. ჩვენ ვკითხეთ პატრულს, თუ რატომ დააკავეს ტრანსგენდერი და უცბად ნატაც დაიჭირეს. მთელი დროის განმავლობაში ჩანდა პოლიციის ჰომოფობიური განწყობა,“ - ნათქვამია ნატა ფერაძის Facebook გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge