Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

20:53 18.01.2020
„ჩინეთის პროვინცია ვუანში წლის დასაწყისიდან ხდება ახალი უცნობი დაავადების რეგისტრირება - ვირუსი სასუნთქ სისტემას აზიანებს და იწვევს პნევმონიის მსგავს დაავადებას“

ტალინის ,„ქართული სახლის“ პრეზიდენტი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში შემაშფოთებელ ინფორმაციას ავრცელებს:

 

 

„ჩინეთის პროვინიცია ვუანში, წლის დასაწყისიდან ხდება ახალი უცნობი დაავადების რეგისტრირება. იგი სასუნთქ სისტემას აზიანებს და იწვევს პნევმონიის მსგავს დაავადებას. უკვე დაფიქსირდა 50-მდე შემთხვევა და 2 სიკვდილი. როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, დაავადების გამომწვევია კორონაროვირუსის ახალი სახეობა. ეს ის ვირუსის ჯგუფია , რომელმაც 2002 წელს გამოიწვია ცნობილი დაავადება SARS და რომლის შედეგადაც 700 მეტი ადამიანი დაიღუპა მსოფლიოში. ჩინეთის გარდა შემთხვევები უკვე დაფიქსირდა იაპონიასა და ტაილანდში. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ვირუსი შეიძლება უკევ სხვა ქვეყნებშიც დაფიქსირდეს. აშშ, იაპონიამ, ავსტრალიამ უკვე დააწესა აეროპორტში სკრინინგები იმ მგზავრებისთვის, რომელბიც ჩინეთის ამ პროვინციიდან მგზავრობენ.“, წერს ზაზა წერეთელი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge