Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

19:46 18.01.2020
ნიკა გვარამიას პოლიტიკური პროგნოზი - „ბიძინა ივანიშვილი პრემიერად ბრუნდება, იუსტიცია – კახიშვილი, წულუკიანი - პარლამენტში“

ტელეკომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები იგეგმება:

 

„მაშ ასე: ბიძინა ივანიშვილი პრემიერად ბრუნდება, 

იუსტიცია – კახიშვილი, წულუკიანი პარლამენტში,

საგარეო საქმეები – მამუკა ბახტაძე. არ მოგეჩვენათ – ყოფილი პრემიერი.

გახარია – უშიშროების საბჭოს მდივანი და დაზვერვის შეფი,

შერიგების მინისტრად ამერიკაში ელჩი ბაქრაძე, მის ადგილას ვაშინგტონში – ზალკალიანი.

ფინანსთა, ეკონომიკის და ჯანდაცვის მინისტრების შეცვლაზე ჯერ კიდევ ფიქრობენ.

დანარჩენი ყველა რჩება.

ფარდა. გილოცავთ”- წერს ნიკა გვარამია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge