Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

00:47 18.01.2020
„გამარჯვება ჩვენია, ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ სროლას” - რატომ გაჩნდა შუა თითის ჩვენების ჟესტი

ფეისბუკგვერდი „კინო პოეზია“ სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს, სადაც საუბარია შუა თითის ჩვენების ისტორიაზე:

 

“საიდან იღებს სათავეს შუა თითის ჩვენების ჟესტი:

 

1415 წლის 25 ოქტომბერს საფრანგეთში, აზენკურთან ინგლის-საფრანგეთის ბრძოლა გაიმართა. ფრანგები, რომლებიც დარწმუნებულები იყვნენ ბრიტანეთზე გამარჯვებაში, შეთანხმდნენ, რომ ტყვედ აყვანილ ინგლისელს მოაჭრიდნენ შუა თითს. შუა თითის გარეშე, ინგლისელი მშვილდოსნები ვეღარასოდეს შეძლებდნენ ცნობილი ინგლისური მშვილდის გამოყენებას. ინგლისელებმა მოულოდნელად მოიგეს ბრძოლა. მათ დაიწყეს გადარჩენილი შუა თითის ჩვენება ფრანგებისთვის, ეს ჟესტი ნიშნავდა: გამარჯვება ჩვენია, ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ სროლას”, წერს ფეისბუკგვერდი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge