Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

23:42 17.01.2020
"იმედი", თქვენ რაღა მოგივიდათ, ვითომ კვლევა რომ შემოგტენეს და აშუქებთ - ერთი არ უნდა ჰკითხოთ, ეს რეალური ხალხი რატომ შეგვყარეს ფეიკთა სიაში?!“

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ეხმაურება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სამართლებრივი განვითარების კვლევითმა ცენტრმა სოციალურ ქსელში დეზინფორმაციასა და საზოგადოებაზე ყალბი ახალი ამბების გავლენის შესახებ კვლევა ჩაატარა:

 

 

„ვიღაც უდღეურებს კვლევა ჩაუტარებიათ და დაუდგენიათ, რომ მე, ქალაქის სიამაყე ვარ ფეიკი, ბოტი, ტროლი და თურმე ვავრცელებ ყალბ ახალ ამბებს! თქვე ჩემისებო, მაინც და მაინც უნდა დაგასპოილეროთ, რომ ჭეშმარიტად ირწმუნოთ ჩემი არსებობა, ტოოო?! სანამ "ყვლევას" დაიწყებთ, ან გაზეთები წაიკითხეთ, ან ტელევიზორს შეხედეთ, ან სააგენტოებს გადახედეთ. ბოლო-ბოლო, დამირეკეთ (555 - 48 - 48 - 61) და გაჩვენებთ, ვინ არი ფეიკი!!! "იმედი", თქვენ რაღა მოგივიდათ, ვითომ კვლევა რომ შემოგტენეს და აშუქებთ, ერთი არ უნდა ჰკითხოთ, ეს რეალური ხალხი რატომ შეგვყარეს ფეიკთა სიაში?!“, წერს გელა ზედელაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge