Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

22:21 17.01.2020
„სულ უფრო ხშირად მეფიქრება, რომ ერთ დიდ, კარგად გათვლილ თამაშს ვადევნებთ თვალს, ანუ როგორც PR ტექნოლოგები ვიტყოდით - " ყვითელი სახე"

ლალი მოროშკინას ბლოგი:

 

დაბალი აღქმით ნუ მოეპოტინებით, უბრალოდ გგააგრძელეთ სქროლვა... რაღა დაგიმალოთ, სულ უფრო ხშირად მეფიქრება, რომ ერთ დიდ, კარგად გათვლილ თამაშს ვადევნებთ თვალს, ანუ როგორც PR ტენოლოგები ვიტყოდით, " ყვითელი სახე", ეს როცა მყიდველი მიდის ტილოსთან, ყველაფერი მოსწონს და მხოლოდ კუთხეში მიხატულ ყვითელ სახეს აპროტესტებს: " აი რომ არა ეს, უაზრო ყვითელი სახე ნაღდად ვიყიდიდი..." მაშინ გამყიდველი მარტივი მოძრაობით შლის ყვითელ სახეს და პოტენციური მყიდველი მახეშია, მის გამო ხომ ნახატი გადასხვაფერდა, ის იძულებულია იყიდოს ნივთი! ასეა ჩვენს ყოფაშიც!

 

NDI ადრულებს არარსებული, მეტიც სრულიად არაპოპულარული გმირის გაფეტიშებას და ახლა უკვე ნებისმიერი, გარდა ამ კვაზი გმირისა, რეალურად მისაღები ხდება!
იდეოლოგიური ოფისი უშვებს ხალხში არარსებულ ამბავს, მაგალითად პრემიერის გადადგომაზე, კახი კალაძის და ბატონი ბიძინას მტრობაზე, და აქაც, ზედაპირზე ტივტივდებიან კვაზი ჟურნალისტები, მოსვავო ელემენტები, რომლებიც ხალხში აშკარა გაღიზიანებას და უნდობლობას იწვევენ, და ისევ
"ყვითელი სახის პრინციპი." ამბავი გამოგონილია! მუდმივ ნეგატივზე მომუშავე ზონდერები გამოვლენილი! "წაშალეთ" ეს ხალხი და კვლავ სიმშვიდე დაისადგურებს!

 

მეორედ მოსვლა... "შიში შეიქმს სიყვარულს"... არ მოხდა აპოქალიფსი? ესეიგი ცხოვრება მშვენიერია, თან ყოველ წამს!

 


რუსეთის მთავრობა გადადგა? ყველა ცოდვა წინა მთავრობის ბრალია!რომ არა ისინი, ყველაფერი კარგად იქნებოდა! "წაშალეთ" რამოდენიმე მინისტრი და ყველაფერი დალაგებადია...


ოხ ეს ყვითელი სახე....


P.S. ვისაც სახე საერთოდ ახეული აქვს, იმაზე ოდნავ მოგვიანებით.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge