Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

22:15 17.01.2020
„მარტო საქართველოში შეიძლება...“

ეკონომიკის ექსპერტი, ჟურნალისტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

მარტო საქართველოში შეიძლება, გქონდეს რეიტინგი, მაგრამ არ გქონდეს ხალხის მხარდაჭერა.

მარტო საქართველოში შეიძლება, ურეიტინგო იყო, მაგრამ მთელი ცხოვრება პარლამენტში იჯდე.

მარტო საქართველოში შეიძლება, გქონდეს წაკითხული ბევრი წიგნი, მაგრამ დარჩე ძაან უტვინო.

მარტო საქართველოში შეიძლება, ყველა ფეხბურთზე საუბრობდეს, მაგრამ ქვეყანას ფეხბურთი არ ჰქონდეს.

მარტო საქართველოში შეიძლება, პარტია პროდასავლურად ითვლებოდეს და რუსეთიდან მხარდაჭერას იღებდეს.

მარტო საქართველოში შეიძლება, აპირებდე პროექტის დაწყებას და მილიარდის დახარჯვას, მაგრამ არ იცოდე, გჭირდება თუ არა ეს პროექტი.

მარტო საქართველოში შეიძლება...

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge