Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

21:15 17.01.2020
„ეს არის ერთი დიდი შეთქმულება ქართველი ერის წინააღმდეგ, რაც უცილობლად ნიკიტა ხრუშოვის ოცნების ასრულებით დაგვირგვინდება - “საქართველო ქართველების გარეშე”

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

 

„ახალგაზრდობა “ბასიანში” შერეკეს, საჯიშე ქართველი ბიჭები გაანარკომანეს, გოგოები გააკახპეს, მათი მშობლები უცხოეთში განდევნეს და შვილების აღზრდას ჩამოაცილეს, ქართული მიწა-სახლები-აგარაკები ირანელებს მიყიდეს, ეკონომიკა უცხოელებს ჩაუგდეს ხელთ, სრული ნიჰილიზმი და უპერსპექტივობა დანერგეს ერში - ეს არის ერთი დიდი შეთქმულება ქართველი ერის, ქართული ეთნოსის წინააღმდეგ, რაც უცილობლად სულაძაღლებული ნიკიტა ხრუშოვის ოცნების ასრულებით დაგვირგვინდება - “საქართველო ქართველების გარეშე”. ერის მორალური, ზნეობრივი და ფიზიკური არსებობა უცილობელი კატასტროფის წინ დგას. არც პატრონია არავინ და არც მშველელი. თუ გამოჩნდა “ქართული მარშის” მსგავსად ვინმე და ერს შეუძახებს, მას იმწუთშივე ყვავ-ყორნებივით ან გიენებივით დაესევიან, ყველა გზას უხშობენ და განადგურებას ცდილობენ. ერი დაიყვანეს იმ დონემდე, რომ არჩევინებენ ბოკერია ჯობს თუ სააკაშვილი, ამის იქით ყველაფერს ახშობენ. ესაა ერის გაქრობის პირველი ნიშნები, ესაა ქართული სახელმწიფოს დასასრული - გამოფხიზლდით, თორემ ხვალ უკვე ძლიერ გვიანი იქნება!!!“, წერს სანდრო ბრეგაძ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge